“ბარსელონას” მეკარე, ვიქტორ ვალდესი მიიჩნევს, რომ 1/4 ფინალური შეხვედრა “მილანთან” იქნება ძალიან რთული, მიუხედავად მეტოქე გუნდის რიგებში არსებული დანაკარგებისა.
მიმიდნარე სეზონში უკვე მეორედ გადაიკვეთა “ბარსელონასა” და “მილანის” გზები ჩემპიონთა ლიგაზე. პირველად ისინი ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, ხოლო ახლა გუნდებს 1/4 ფინალში მოუწევთ ერთმანეთთან შერკინება. მიუხედავად “მილანის” ბანაკში არსებული სერიოზული დანაკარგებისა, ვალდესი დარწმუნებულია, რომ: “მატჩი იქნება ძალიან რთული.”მილანი” ძალიან საშიშია სელექციისა და კონტრშეტევების დროს. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ მათი მკვეთრი დარტყმების მიმართ. რთული რაუნდი იქნება, მაგრამ უნდა შევეცადოთ ჩვენი თამაშის ჩვენებას. კარგია, რომ “ბარსა” ამ მატჩს კარგ ფორმაში ხვდება, თუმცა “მილანიც” კარგია.”
პრიმერა
ვალდესმა თავი არ აარიდა პრიმერას ირგვლივ დასმულ შეკითხვებს. მეკარე თვლის, რომ : “ორივე გუნდი მოექცევა ზეწოლის ქვეშ. “ბარსას” არაფერი დარჩენია გარდა ყველა დარჩენილ მატჩში გამარჯვებისა. როცა 10 ქულით ჩამოვრჩებოდით, მაშინაც ანალოგიური დავალება გვქონდა და ახლაც არაფერი შეცვლილა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა მეტოქესთან. ვაკვირდები “რეალის” კალენდარს, თუმცა ჩვენი გამარჯვებების გარეშე მათ მარცხს მნიშვნელობა არ ექნება. უნდა ვიყოთ მშვიდად. დრო და მატჩები ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენენ.”


