მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილაშ-ბოაში “ბარსა ბ”-ს თამაშს დაესწრო

ვილაშ-ბოაში “ბარსა ბ”-ს თამაშს დაესწრო

პაპარაცებმა “მინი ესტადიზე”, “ბარსელონა ბ”-სა და “ალკოანოს” მატჩის დროს ანდრე ვილაშ-ბოაში დააფიქსირეს.

 

პორტუგალიელმა მწვრთნელმა რამდენიმე კვირის წინ დაასრულა ლონდონის “ჩელსიში” მოღვაწეობა. ახლა იგი მოულოდნელად ეწვია ბარსელონას, რამაც ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო. მან გულშემატკივრები ავტოგრაფების ჩამორიგებით და მათთან ერთად საერთო სურათის გადაღებითაც გაახარა. მწვრთნელს არ სურდა ჟურნალისტებთან საუბარი კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტებზე.

 

გუარდიოლას დიდი გულშემატკივარი

ვილაშ-ბოაში გუარდიოლას მუშაობის მეთოდებისა და კატალონიური კლუბის ფილოსოფიის მხარდამჭერია. ამის მაგალითია ისიც, რომ გასული წლის შემდეგ “ჩელსი” ექს-“ბარსელონელის”, ორიოლ რომეუს სერვისით სარგებლობს. ლონდონური კლუბი ასევე ცდილობდა კატალონიელთა სხვა ტალანტების შეძენასაც. “ლურჯებს” სურდათ, რომ საკუთარ რიგებში გაეწევრიანებიათ ალკანტარა და სერხი რობერტო.

 

ახლა ვილაშ-ბოაში არცერთ გუნდს არ წვრთნის. იგი მოგზაურობს და აკვირდება, თუ რა ხდება საფეხბურთო სამყაროში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში