მადრიდის “რეალის” თავკაცის, ჟოზე მოურინიოს პრეს-მდივანმა, ელადიო პარამესმა ხელიდან არ გაუშვა შანსი, რომ “ბარსასთვის” კიდევ ერთხელ გაეკრა კბილი, იტყობინება ესპანური პრესა.
პარამესი მიიჩნევს, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში,, სადაც “რეალი” გასვლით მატჩში “ვილიარეალს” დაუპირისპირდა, მსაჯმა “თეთრებს” ორი ქულა წაართვა. მიუხედავად ყველაფრისა, ის მიიჩნევს, რომ ამ ფაქტით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.
“სიცილს ვერ ვიკავებ, როცა ვხედავ, რომ “ბარსელონა” 6 ქულით ჩამორჩება. გუნდი, რომელიც მეორე ადგილს იკავებს, პირველია უკანასკნელებს შორის. ვინ იკავებს მეორე ადგილს ამას ყველა კარგად ხედავს. მაპატიეთ, კვლავ გამეცინა… ” – განაცხადა პარამესმა.
