არგენტინული პრესის ცნობით, არგენტინის ეროვნული ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა, კარლოს ბილარდომ საქებარი სიტყვები არ დაიშურა “ბარსელონას” თავდამსხმელის, ლიონელ მესის მიმართ.
ბილარდომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მესის თამაში არამარტო მატჩებში, არამედ ვარჯიშების დროსაც შთამბეჭდავია.
“ის, რასაც აკეთებს მესი, წარმოუდგენელია. ის მუდმივად მაოცებს. ლეოს თამაში ვარჯიშების დროსაც უნდა ნახოთ. ნამდვილი საოცრებაა. გავიგე, რომ არგენტინის ნაკრების თავკაცს, ალეხანდრო საბელიას ერიდება მესისთვის მაისურის თხოვნა. მე უკვე სამჯერ გამოვართვი ლეოს მაისური. ორი მათგანი გავაჩუქე, ხოლო ერთი, ფეხბურთელის ხელმოწერილი, ჩემთვის დავიტოვე.” – განაცხადა ბილარდომ.
