ესპანეთში 29 მარტს დაგეგმილი გაფიცვების გამო, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩის ჩატარების შემდეგ სამშობლოში პარასკევს დაბრუნდება – ერთი დღით ადრე “ატლეტიკთან” მატჩამდე.
ორშაბათს კატალონიელები მილანში გაფრინდებიან, რათა ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში “როსონერის” დაუპირისპირდნენ. გაფიცვების გამო გუნდს სამშობლოში ავტობუსით დაბრუნება რომ არ მოუხდეს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ისინი მილანიდან პარასკევს გამოფრინდებიან. “გუარდიოლას ერაში” “ბარსელონას” ორჯერ მოუწია გასვლითი მატჩისას უცხო ქალაქში სამი ღამის გათენება. ორი სეზონის წინ ასეთი სიტუაცია იყო “რუბინთან” მატჩის დროსაც.
“მილანთან” მატჩის შემდეგ “ბარსა” ლომბარდიაზე დაიწყებს მზადებას “ატლეტიკთან” მატჩისთვის. ლა ლიგის ეს შეხვედრა “კამპ ნოუზე” 31 მარტს გაიმართება. პარასკევს “ბარსას” დელეგაცია მილანს ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დატოვებს და უკვე 12:30 საათზე ბარსელონას “ელ პრატის” აეროპორტში დაფრინდება. იმავე დღეს გუნდი გამართავს მომდევნო ვარჯიშს.
