ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩის დასრულების შემდეგ, “გრანადას” პრეზიდენტმა, ენრიკე პინამ თამაშის მთავარი არბიტრის, ხოსე ანტონიო ტეიშეირა ვიტიენესის შეცდომებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ “გრანადამ” გასვლითი მატჩი გამართა კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ და დამარცხდა, ანგარიშთ 5:3.
“ვერ გეტყვით შევძლებდით, თუ არა ქულის აღებას მსაჯს რომ პენალტი დაენიშნა ვალდესის კარში, რომელიც სხვათაშორის უნდა გაეძევებინა გომესის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევის გამო, ან თამაშგარე რომ დაეფიქსირებია მესიზე, როდესაც ამ უკანასკნელმა მეორე გოლი გაიტანა. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ აბსოლუტურად ზუსტი იყო მსაჯის გადაწყვეტილებები, რომლებმაც საბოლოო ჯამში შედეგზე იმოქმედა. ამაზე საუბარი დიდხანს შეიძლება.”
“ყველაფრის მიუხედავად მინდა, რომ მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს. არავინ ელოდა, რომ ჩვენ “კამპ ნოუზე” სამ გოლს გავიტანდით. ყველაფრისდა მიუხედავად, კარგად ვმოქმედებდით დღეს. ეს არის მატჩი, რომლის გამოც არ მრცხვენია.” – ციტირებს პინა სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.
