კატალონიის “ბარსელონასა” და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, მხარი დაუჭირა მადრიდის “რეალის” თავკაცს, ჟოზე მოურინიოს და ასევე განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ფსონს “ბლაუგრანაზე” ჩამოდის. იტყობინება ესპანური მედია.
“მოურინიო ამბობს, რომ ის განსაკუთრებულია და ვფიქრობ, იპოვის “ბარსელონას” დასამარცხებელ გზას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჟოზემ ერთხელ უკვე დაამარცხა “ლურჯ-ბროწეულისფერები”.
“რეალი” წელს უკეთ გამოიყურება და დამსახურებულად უსწრებს ათი ქულით მეორეადგილოსანს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი ფავორიტი “ბარსელონაა”. თუ კატალონიელები ჩვეულ ფორმაში იქნებიან, აუცილებლად გაიმარჯვებენ ამ ტურნირზე”. დაასრულა ვან გაალმა.
