მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბეკენბაუერი “ბარსას” და “რეალს” უფრთხის

ბეკენბაუერი “ბარსას” და “რეალს” უფრთხის

მიუხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ გერმანული კლუბი “ბარსელონას” ან “რეალს” ფინალამდე არ გადაეყრება.

 

ყველა მონაწილე გუნდის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, “ბაზელის” გამანადგურებელი ანგარიშთ (7:0) დამარცხების შემდეგ, ბეკენბაუერი მიიჩნევს, რომ მიუხენელებს ნებისმიერ გუნდთან მოგება შეუძლიათ.

 

“ასეთ ფორმაში “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. საფრთხეს მხოლოდ “ბარსელონა” და “რეალი” წარმოადგენენ, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ პარასკევის კენჭისყრა ესპანურ გრანდებს თავიდან აგვაცილებს.” – განაცხადა ბეკენბაუერმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში