workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
7 - 2
რასინგი ლოგო

რასინგი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
კანსელუ 8'sports_soccer რაფინია (პენ) 25'sports_soccer ვილიალიბრე 36'sports_soccer(ა.გ) რაფინია 42'sports_soccer იამალი 45'close რაფინია (პენ) 67'sports_soccer ჟეზუსი 79'sports_soccer იამალი 89'sports_soccer
გეიე 30'sports_soccer ზაბირი 65'sports_soccer
ვალდესი: “ჩვენი თამაში “რეალთან”, დამოკიდებული იქნება მსაჯზე”

ვალდესი: “ჩვენი თამაში “რეალთან”, დამოკიდებული იქნება მსაჯზე”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა, განაცხადა, რომ თავისი გუნდის თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, დამოკიდებული იქნება მსაჯზე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

ესპანეთის ანკრების კიპერი ამას ბოლო ორი “კლასიკოდან” გამომდინარე ამბობს და თვლის, რომ არბიტრებმა ამ ორ მატჩში არანაკლები როლი ითამაშეს, ვიდრე ფეხბურთელებმა.

 

“ჩვენ უკვე ვიცით, რაც შეიძლება მოხდეს “რეალთან” მატჩში, მაგრამ “ბარსელონას” ფეხბურთელები ყველაფრისთვის მზად არიან. შევძლებთ თუ არა ჩვენი თამაშის ბოლომდე რეალიზებას, ნამდვილად რთული სათქმელია. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება შეხვედრის არბიტრზე, მაგრამ ეს აზრი არ უნდა ავიკვიატოთ. ჩვენ უბრალოდ აპელირება უნდა მოვახდინოთ საკუთარი თამაშის ფილოსოფიისა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ბურთის კონტროლსა და მომენტების გამოყენებაზე”. დაასრულა ვიქტორ ვალდესმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward