“ბარსელონა”, შესაძლოა, ოთხშაბათს ჩემპიონი გახდეს თუ …

“ბარსელონა”, შესაძლოა, ოთხშაბათს ჩემპიონი გახდეს თუ …

ლა ლიგის 33-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “რეალ სოსიედადს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

“ბლაუგრანამ” გამარჯვებით შიდა ჩემპიონატში პირველი ადგილი გაიმყარა და შეიძლება ითქვას, კატალონიელთა ჩემპიონობა მხოლოდ დროის ამბავია. თუმცა, შესაძლოა, ეს უფრო მალეც მოხდეს. შემდეგ ტურში “ბარსელონა” “ალავესს” ხვდება გასვლაზე, “ატლეტიკო მადრიდი” კი “ვალენსიას” მასპინძლობს. თუკი “ბარსელონა” და “ვალენსია” გამარჯვებას მოიპოვებენ, კატალონიელები ოფიციალურად გახდებიან პრიმერა დივიზიონის ჩემპიონები.

ზემოაღნიშნული შედეგის არდაფიქსირებისას “ბარსელონას” შაბათამდე მოცდა მოუწევს. 35-ე ტურის მატჩში “ლევანტეს” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემთხვევაში “ბლაუგრანა” ესპანეთის ჩემპიონი გახდება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია