“ბარსელონას” ფრანგ ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის თავისი ყოფილი კლუბის, “ლიონის” წინააღმდეგ თამაში სურს.
მადრიდული AS-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” 23 ნომერს ფრანგულ კლუბთან მატჩის განაცხადში მოხვედრა იმ შემთხვევაშიც უნდა, თუ იგი 100%-ით მზად ჯერ კიდევ არ იქნება.
უმტიტი უკვე რამდენიმე დღეა სრულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ბოლომდე იტვირთება, ფრანგი მცველი ორნახევარ-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებასთან ახლოსაა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსასა” და “ლიონს” შორის მატჩი 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.
ვალიადოლიდთან დავტესტოთ უნდა და გავიგებთ არის თუ არა მზად
ვინმემ თუ იცით, ბარსა სიუტატ ესპორტივაზე ღია ვარჯიშს გამართავს ამ დღეებში?
წესით არუბდა გარისკოს ამდენიხნის უთამაშებელია. სურს თამაში ერთია და გუნდის ინტერესები უპირველესი. მერვედფინალია და შეცდომის უფლება არგვაქვს უკვე.
ანუ იცით რა თემაა სურს ითამაშოს ლიონთან რადგან ოპერაცია ყველა ვარიანტში უნდა გაიკეთოს ამ ზაფხულს და სავარაუდოდ ეს მისი ბოლო თამაში იქნება ამ სეზონს თან იცის რომ ტრამვა გაუმიზეზდება და მაინც რისკზე მიდის