“მანჩესტერ სიტიმ” პრემიერ ლიგის 27-ე ტურში ლონდონის “ჩელსი” 6-0 გაანადგურა. ამ მატჩში სერხიო აგუერომ, რომელიც ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში “ბარსელონას” კაპიტნის ერთ-ერთი კონკურენტია, ჰეთ-თრიქი შეასრულა (ის ალან შირერს გაუთანაბრდა, რომელიც 11 ჰეთ-თრიქით აქამდე პრემიერ ლიგის რეკორდსმენი იყო) და მესის კიდევ უფრო მიუახლოვდა.
ამ დროისთვის, ლეოს ანგარიშზე 21 გოლია, არგენტინელთან ყველაზე ახლოს კი აგუერო და მოჰამედ სალაჰი არიან. ორივე მათგანს 17 გოლი აქვთ გატანილი. აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელების გუნდებს ჩემპიონატში “ბარსასთან” შედარებით 3-4 მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული.
ტოლი თამაშები რომ ჰქონდეთ ჩატარებული მესი 4 გოლით კი არა 10 იქნება ალბათ ეინ
0
მესიზე მეტი აქვთ ნათამაშები და მაინც 4 გოლით ჩამორცებიან :დდდდდდდდ
ტიპებს 4 თამაშით მეტიაქვთ და მაინც მესია პირველზე 😂 თან ტრავმაც ქონდა ტიპს 💚 ჩვენი უცხოპლანეტელი