პრეზიდენტობის კანდიდატი: იმედი მაქვს, საფეხბურთო პროექტს ჩავი უხელმძღვანელებს

პრეზიდენტობის კანდიდატი: იმედი მაქვს, საფეხბურთო პროექტს ჩავი უხელმძღვანელებს

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა, თავისი პროექტი წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

“იმედი მაქვს, ჩვენი საფეხბურთო პროექტის სათავეში ჩავი ერნანდესი იქნება. მასთან საუბარი მიყვარს და მის აზრებს ვიზიარებ. 

მომდევნო ხუთი თუ ათი წლისთვის, არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გვაქვს. პირველ რიგში, იმ დროისთვის მომზადებას უნდა მივხედოთ, როცა ლიონელ მესი კარიერას დაასრულებს. 

მომავალზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რადგან, თუ ამას არ გავაკეთებთ, ვერაფერს მივაღწევთ. კლუბის მენეჯმენტის სისტემა არ ვარგა. ფეხბურთელების ნაწილი უნდა გავყიდოთ იმისთვის, რომ ფინანსური მოგება დაგვრჩეს.

“ბარსელონა” ერთადერთი კლუბია, რომელშიც თავიანთი იმიჯის შექმნაზე მხოლოდ თავად ფეხბურთელები ზრუნავენ. ესეც უნდა შეიცვალოს”. – თქვა მან. 

ფონტის კანდიდატურას მხარს კარლეს პუიოლი, ჟერარ ლოპესი, ჟოზეპ ვივესი, ექს-პრეზიდენტი ჟოან გასპარი და სხვა გამოჩენილი კატალონიელებიც უჭერენ. მათთან ერთად კი, კამპანიის ჩატარებას კომპანია Grifols ეხმარება. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    01 თებ 2019, 16:23

    იმედია იმედია

  • MARI=BARCA-fan
    01 თებ 2019, 15:39

    ვინმემ იცით ეს ვინ არის და რას წარმოადგენდა?
    ბართო 2 არ მივიღოთ..