მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო: “ისინი, ვინც ადრე არ საუბრობდა მსაჯებზე, ახლა მათ აკრიტიკებენ”

მოურინიო: “ისინი, ვინც ადრე არ საუბრობდა მსაჯებზე, ახლა მათ აკრიტიკებენ”

პრეს-კონფერენცაზე მოურინიომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, რომ აზრი გამოეთქვა “ბარსელონაზე” და ამასთან განაცხადა, რომ “ისინი, ვინც ადრე არ საუბრობდნენ მსაჯებზე, ახლა აკრიტიკებენ მათ.”

 

“არსებობს ჩემზე ბრძენი ხალხი, რომლებიც სავსებით სხვაგვარ იმიჯს იქმნიან, თუმცა ისინი არაფრით განსხვავდებიან ჩემგან.” – აღნიშნა მოურინიომ პეპ გუარდიოლასთან მიმართებაში.

 

მოურინიოს სთხოვეს, რომ კომენტარი გაეკეთებია ალფონსო გოდალას (“ბარსელონას” ყოფილი მმართველი ორგანოს წარმომადგენელი) განცხადებებზე. გოდალამ განაცხადა, რომ თავისი მმართველობის დროს “ბარსელონა” სარგებლობდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, რადგან ლაპორტა ყურადღებით ეკიდებოდა კლუბის დამოკიდებულებას ამ ორგანიზაციასთან. პორტუგალიელმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, არ შესულიყო პოლემიკაში ამ საკითხთან მიმართებაში.

 

“საინტერესო განცხადებაა, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ამ თემაზე კომენტარის გაკეთება შეუძლია. ნორმალურია, რომ ჟურნალისტები განიხილავენ ასეთ საკითხებს, მაგრამ მე ამისთვის ძალიან მცირე დრო მაქვს.”

 

მოურინიოს ასევე თხოვეს, რომ საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა “ბარსას” ვიცე-პრეზიდენტის, ტონი ფრეიშასა და პიკეს სიტყვებზე, რომლებიც მიმართული იყო არბიტრების მუშაობის კრიტიკისკენ.

 

“როგორც მახსოვს, ისინი გაურბოდნენ მსაჯებზე საუბარს, ახლა კი აკრიტიკებენ მათ. მე არ ვარ იდეალური მწვრთნელი, რადგან უამრავჯერ ავყევი ემოციებს და შესაძლოა, ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ არსებობს ხალხი, რომლებიც სხვა იმიჯს იქმნიან, მაგრამ სინამდვილეში ისეთები არიან, როგორიც მე. ახლა მე ნაკლებად ვწუწუნებ, რადგან არაერთხელ გადამიხდია საკმაო თანხები და მიმიღია დისკვალიფიკაცია ჩემი სიტყვების გამო. ჩემი იმიჯი ყოველთვის ისეთია, როგორიც არ ვარ სინამდვილეში. ვცდილობ ვიყო წყნარი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, და ამავდროულად არ დავკარგო ბუნებრივობა. შესაძლოა, არაერთხელ მომიხდეს ისეთი საქციელების ჩადენა, რომელიც მე ცუდ ადამიანად შემრაცხავს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში