დღევანდელი შეხვედრა პეპ გვარდიოლასთვის მე-4 იქნება ”ელ სარდინეროზე”, ”რასინგის” წინააღმდეგ გამართული. წინა სამ შეხვედრაში პეპი არ დამარცხებულა.
გასულ სეზონში, ჩემპიონატის პირველ ტურში ”ბარსამ” სტუმრად 3:0 გაანადგურა ”რასიგი” მესის, ინიესტას და ვილიას გოლებით. 2009/10 სეზონში ამ გუნდებს შორის ანგარიში 4:1 იყო. მაშინ ”ბარსელონამ” გოლი ოსკარ სერანოსგან შეხვედრის 72 წუთზე გაუშვა, როცა გოლები გატანილი ჰქონდათ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ლეო მესის დუბლი ჰქონდა შესრულებული და 1 გოლიც ხერარდ პიკეს ანგარიშზე იყო.
პეპ გვარდიოლას პირველ სეზონში ”ელ სარდინეროზე” გუნდმა 2:1 იმარჯვა. ანგარიში ნიკოლა ზიგიჩმა გახსნა, შემდეგ კი შეცვლაზე შემოსულმა ლეო მესიმ დუბლი შეასრულა და კატალონიურ კლუბს გამარჯვება მოუტანა.
