ესპანური პრესა იუწყება, რომ “სანტოსის” თავდამსხმელმა, ნეიმარმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ აღფრთოვანებულია “ბარსელონა” არგენტინელი ფორვარდის, ლიონელ მესის თამაშით.
თავად ნეიმარმა ჰეთ-თრიკი შესარულა ლიბერტადორესის მიმდინარე ჯგუფური ეტაპის მეორე წრის გათამაშებაში, “ინტერნაციონალეს” წინააღმდეგ მატჩში.
“მე მესის გულშემატკივარი ვარ. ძალიან მინდა, რომ მან განაგრძოს გოლების გატანა, ხოლო ჩვენ გავაგრძელოთ მისგან სწავლა.” – განაცხადა ნეიმარმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს არაერთხელ განუცხადებია, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს არგენტინელის თამაშს და ცდილობს გაითავისოს ამ უკანასკნელის ფინტები.
