მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კომპლიმენტები მესის თეთრი სახლიდან

კომპლიმენტები მესის თეთრი სახლიდან

 ერთ მატჩში ხუთი გოლის გამტანი ფეხბურთელები იშვიათად გვხვდებიან, მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგის “ფლეიოფში”. სწორედ ამიტომ ოთხშაბათიდან მოყოლებული ლეო მესიზე ლაპარაკი დღესაც არ წყდება.

 ხუთშაბათს საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში. გუშინ თეთრ სახლში ესპანურ ენაზე პრესკონფერენცია ტარდებოდა იმის გამო, რომ ჟურნალისტთა უმრავლესობა ესპანეთიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან იყვნენ. პრესკონფერენციას უძღვებოდა მაიკ ჰამერი, რომლის დედაც ესპანელია და მადრიდში ცხოვრობს.

 როგორც “TVE”-ს კორესპონდენტი, ლორენცო მილა აცხადებს, ჰამერმა შუა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი მადრიდის “რეალის” გულშემატკივარია, თუმცა აღფრთოვანებულია მესის თამაშით  და მთელი გულით ულოცავს არგენტინელს მიღწეულ წარმატებას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში