”ბარსელონას” 20 წლის ფეხბურთელი, კრისტიან ტელიო ბევრი ევროპული კლუბის ინტერესთა სფეროში შედის, გვარწმუნებს მისი აგენტი.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პირველ გუნდში გამართული შეხვედრები მაღალ დონეზე ჩაატარა და უკვე 6 გოლის გატანა მოახერხა, საიდანაც ბოლო ორი მან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, ლევერკუზენის ”ბაიერს” გაუტანა.
”მე ვიცი, რომ მისით ინგლისის, პორტუგალიის და სხვა ევროპული ქვეყნების კლუბები ინტერესდებიან, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი მომავალი გარკვეული არ არის” – საუბრობს აგენტი ხოსეპ ორობიტი.
შეგახსენებთ, რომ ტელიოს ”ბარსელონასთან” კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფეხბურთელის შეძენით ”ლივერპული” და ”არსენალი” იყო დაინტერესებული.



