მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”ბაიერი”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონა” – ”ბაიერი”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონას” მწვრთნელმა თავისი აზრები გაგვიზიარა ”ბაიერთან” შეხვედრის წინ და ასევე უპასუხა შეკითხვებს სამსაჯო პოლიტიკის და სამეფო თასის ფინალის შესახებ.

”ბარსელონას” თავკაცი წარსდგა ჟურნალისტების წინაშე და დღეს, ლევერკუზენის ”ბაიერთან” გასამართი მატჩის ანალიზი გააკეთა. ასევე მან კიდევ ერთხელ ისარგებლა შემთხვევით და გააკრიტიკა შექმნილი სიტუაცია, რის გამოც ბილბაოს ”ატლეტიკის” წინააღმდეგ მისი გუნდი სამეფო თასის ფინალს ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ვერ ჩაატარებს.

”კლუბს არ სურდა ”ვისენტე კალდერონზე” თამაში” – განაცხადა გვარდიოლამ. ”ჩვენს გამო ”ატლეტიკის” გულშემატკვირები ”ბერნაბეუზე” ვერ გაემგზავრებიან” – დაამატა მან და მიანიშნა მადრიდის ”რეალის” ხელმძღვანელებს, რომლებმაც თასის ფინალის გამართვაზე უარი განაცხადეს. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პეპს შეახსენა მადრიდელების ოფიციალური მიზეზი – სარემონტო სამუშაოები – რის გამოც ”რეალმა” უარი თქვა სტადიონის დათმობაზე, პეპმა კი განაცხადა, ”ალბათ მე შევცდი”.

ფეხბურთელების მოტივირება ჩემპიონთა ლიგაზე

”მე ვთვლი, რომ სპორტში სიტუაციის შეცვლა, რომელიც ცუდად მიდის თავად სპორტსმენებს შეუძლიათ. ზუსტად მათ უნდა იბრძოლონ, რომ შეცვალონ სიტუაცია და ჩემი დავალებაა, რომ ისინი ამაში დავარწმუნო” – განაცხადა მან და ახსნა, რომ ფეხბურთელებთან ფსიქოლოგიური კუთხით მუშაობს.

ამ თემასთან დაკავშირებით გვარდიოლამ ის ამბიციები აღნიშნა, რომელიც ფეხბურთელებს აქვთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში: ”ეს ყველაზე ლამაზი ტურნირია. ის ძალიან მომთხვონია, მას შესაძლებლობების მაქსიმუმზე გაყავხარ, არ არის დაწევის შანსი და ეს ვალდებულს გხდის, რომ ძალიან ყურადღებით იყო. ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივრები მოსვლას მოახერხებენ და 1/4 ფინალში გაგვიყვანენ, რათა ევროპის 8 საუკეთესო კლუბში ავღმოჩნდეთ”.

პეპმა ასევე გაფრთხილება გააკეთა: ”როცა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრა შინ გვქონდა, ჩვენ ყოველთვის მინიმალური სხვაობით ვიგებდით. ამ სეზონში აქცენტს იმაზე გავაკეთებთ, რომ კარგი შედეგით დავასრულოთ მატჩი”. მწვრთნელმა ასევე პირველი მატჩის დეტალები გაგვახსენა და სტუმრების საფრთხე აღნიშნა: ”პირველ ტაიმში ჩვენ ძალიან კარგად ვაკონტროლებდით შეხვედრას. როცა მათ გაქცევის საშუალებას მისცემ, როგორც მეორე ტაიმში, მაშინ გვაჯობებენ. ვიცით, რომ თავად ბევრს დავრბივართ, მაგრამ სარბენ ტურნირებში არაფერი გვესაქმება”.

”ბაიერის” საფრთხე და შესაფერისი გადაწყვეტილება

”ბარსას” მწვრთნელმა ასევე ყურადღება არ მიაქცია დუტის განცხადებას, რომლის აზრითაც მისი გუნდის ბურთის ფლობა 30% იქნება. ”ეს არის გუნდი, რომელიც წაგებულად არაფერს თვლის. მე ამის გაკვეთილს მიტარებდნენ ფეხბურთელობის დროს და შემდეგ მწვრთნელობისას ამას ვხედავ. თითქოს ისინი თამაშში არ არიან და შემდეგ ქმნიან საგოლე მომენტებს. კარგი იქნება ბურთის ასეთი ფლობა თუ გვექნება და მათ არ გამოუვათ სწრაფი სირბილი”.

გვარდიოლამ ასევე გაფრთხილება გააკეთა თვითრწმენასთან დაკავშირებით, რომელიც პირველი მატჩის მოგების შემდეგ გაჩნდა: ”ზოგჯერ პირველი შეხვედრის 1:3 მოგების შემდეგ ფიქრობ, რომ განმეორებით მატჩს 3:0 დაასრულებ. ასეთი რამ კი არ ხდება, განსაკუთრებით ევროპაში”. პეპს ბევრი არ უფიქრია იმაზე, თუ  რომელ ფეხბურთელებს უფრთხის: ”მე მაწუხებს დერდიოკი და კისლინგი. ისინი ძლიერები არიან სტრატეგიული კუთხით, მათ ძალიან კარგი მეკარე ჰყვათ, ისინი პერსონალურად ხარისხიანად ცავენ მეტოქეს… გერმანულ გუნდებთან მატჩები ძალიან რთულია” – აღნიშნა მან.

ფრეიშას და ხუნტას მხარეს

”მე უკვე არაერთხელ განვაცხადე: არ ვიცი რა სარგებელს მივიღებთ იმისგან, რომ ავღშფოთდებით. უკეთესია ვითამაშოთ, ეს არის ყველაფერი, რაც გვრჩება” – ასეთი ტრადიციულად ელეგანტური პასუხით აუარა გვერდი გვარდიოლამ მსაჯობის თემას.

პეპმა მხარი დაუჭირა ორშაბათს, ტონი ფრეიშას გაკეთებულ განცხადებას: ”მე სრულად ვეთანხმები მის სიტყვებს” – განაცხადა მან და დაიცვა კლუბის ხელმძღვანელობა. ”თუკი ისინი (სამსაჯო კომიტეტი) ამას აკეთებენ, მაშინ რატომ აკეთებ ამას, თუკი არ აკეთებენ – რატომ არ აკეთებენ. ტონი ფრეიშამ ითხოვა, რომ აგვიხსნან კრიტერიუმები, თუ რის გამო იღებენ გადაწყვეტილებას ფეხბურთელის დასჯის, თუ არ დასჯის შესახებ. მხოლოდ და მხოლოდ ეს”.

პეპმა ასევე უარყო ის ვარიანტი, რომ ფეხბურთელებს შემდეგ ჯერზე ენაზე კბილის დაჭერა ურჩიოს და იყვნენ ფრთხილები პრესასთან საუბრისას: ”ფეხბურთელები უკვე დიდები არიან. ისინი მოდიან აქ და აქვთ აზრის გამოთქმის თავისუფლება. ისინი სერიოზულები არიან იმისთვის, რომ პასუხი აგონ მიკროფონებთან გაკეთებულ განცხადებებზე” – განაცხადა მან.

ჭორები მის მომავალზე

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას ”ჩელსისთან” მოალაპარაკებები მას შემდეგ, რაც გაანთავისუფლეს ანდრეს ვილაშ-ბოაში, გვარდიოლამ ირონიულად უპასუხა, თუმცა სახეზე სერიოზულ მიმიკას იჭერდა: ”დიახ, ყოველ დღე”. ამის შემდეგ მან პორტუგალიელი მწვრთნელის წასვლაზე გააკეთა კომენტარი: ”მე რამდენჯერმე ვნახე ვილაშ-ბოაში და ის შესანიშნავ მწვრთნელად მიმაჩნია. ჩვენ, მწვრთნელებმა ვიცით, რომ როცა აქ ვართ ჩვენი დრო დამოკიდებულია შედეგებზე და არა ჩვენს შესაძლებლობებზე”.

გერმანული ფეხბურთის შექების შემდეგ პეპს შეეკითხნენ კარიერის ბუნდესლიგაში გაგრძელების შესაძლებლობაზე, კერძოდ კი მიუნხენის ”ბაიერნში”. გვარდიოლამ მოლოდინისამებრ უარი განაცხადა ასეთ პერსპექტივაზე: ”მივიჩნევ, რომ ”ბაიერნს” შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს დიდი გამოცდილებით. არასდროს იცი რა იქნება მომავალში, მაგრამ ამჟამად მივიჩნევ, რომ გერმანულ კლუბებში ადგილები დაკავებულია”.

ალექსის სანჩესი

პეპ გვარდიოლა ნაწყნია იმის გამო, რომ ალექსის სანჩესმა უკანასკნელ შეხვედრაში დაზიანება მიიღო. კატალონიელმა სპეციალისტმა ემოციები მოედანზე ვერ დამალა, როცა ჩილელი დაშავდა.

”მე ძალიან მჭირდება ალექსისი და ის ძალიან გვაკლდა, როცა თამაშს ვერ ახერხებდა” – განაცხადა პეპმა და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ასეთ პრობლემას ჩილელი პირველად არ აწყდება. ”არ მსურს, რომ ფეხბურთელებმა ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადონ, მაგრამ ასეთი ტრავმების შემდეგ მან უნდა იცოდეს როდის ბრუნდება და აღარ განმეორდეს ასეთი შემთხვევები”.

პეპმა ასევე საქებარი სიტყვები არ დაიშურა ჩილელის მიმართ და მისი სურვილი, რომ მუდმივად იბრძოლოს მოედანზე: ”რაც მომწონს ფეხბურთელებში ისაა, რომ მათ დედამიწაზე ყველაფრის თამაში სურთ”.

”ალექსისი ახალგაზრდაა და ყველა მატჩში თამაში სურს. მას ხალხის მეხსიერებაში დიდებულ ფეხბურთელად დარჩენა სურს და ის ამას საკუთარი ამბიციების გამო მიაღწევს. მისი დავალებაა, რომ ამას ჭკუით მოეკიდოს” – განაცხადა გვარდიოლამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ”ალექსისმა საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლოს. ის მოედანზე კუნთის ტრავმის შემდეგ გამოდის, ახალი დაბრუნებული და უნდა აკონტროლოს შესაძლებლობები, მაგრამ ეს მოვა, ის ისწავლის. ეს ნორმალური პროცესია” – დაამატა მან.

მიუხედავად იმისა, რომ პეპი შეწუხებულია ალექსისის ტრავმის გამო მისი დაბრუნების თარიღით კმაყოფილია: ”მე ვფიქრობდი, რომ უფრო დიდ ხანს გამოტოვებდა. საბედნიეროდ ის 10-15 დღეში დაბრუნდება”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში