არა და არ წყდება ვნებები ხიხონის “სპორტინგთან” გამართული მატჩის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ, თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პეპ გუარდიოლამ მწუხარება გამოხატა ალექსის სანჩესის ტრავმის გამო.
“ის ახალგაზრდაა, ჯერ მხოლოდ 22 წლის. მისი ახალგაზრდობა და თამაშის სურვილი… იგი დასკვნებს გააკეთებს, დარწმუნებული ვარ, დასკვნებს გააკეთებს ამ ტრავმისგან.”- განაცხადა “ბარსას მთავარმა მწვრთნელმა.
თავად პეპი არ უმალავდა ალექსის თავის აზრებს, როდესაც ეს უკანასკნელი ტოვებდა მოედანს. გუარდიოლამ ჩილელ ფეხბურთელს გასაგებად უთხრა, რომ მან უნდა აკონტროლოს თავისი ფიზიკური ფორმა, რათა მომავალში გაექცეს ასეთ სიტუაციებს. ალექსისმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ მეორე ტაიმში შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობიდან გამომდინარე, პეპმა ჩილელის მოედანზე შეყვანა გადაწყვიტა. ალექსისმა მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, რამაც რთული მოგზაურობისა და ნაკრებში თამაშის შემდეგ, მისი მომდევნო ტრავმა და გუარდიოლას ნერვიული რეაქცია გამოიწვია. მას შემდეგ, რაც “ბარსას” მწვრთნელმა დაინახა, თუ როგორ იკიდებდა ალექსისი ხელს კუნთზე, მან ვერ შესძლო ემოციების მოთოკვა.
Canal პლუსმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ჩაიბურტყნა ალექსისმა მოედნის დატოვებისას “შენი დედაც!“. როცა პეპმა ეს სიტყვები გაიგო, მან ჩილელს უყვირა: “შენი დედაც ალექს! 90 წუთი! ითამაშე გონებით!“. უნდა აღინიშნოს, რომ ჩილელი გუარდიოლას სრული ნდობით სარგებლობს. ამას გარდა იგი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, პირველი სეზონი კატალონიურ გრანდში ალექსისთვის ტრავმებით დატვირთული აღმოჩნდა. თამაშის დიდმა სურვილმა ამჯერადაც გაუცრუვა იმედები სანჩესს, რომელიც ტრავმის გამო 10-დან 15 დღემდე იუქმებს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=sNsX4pirUjY]
