“ბარსელონას” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ადრიანო კორეიამ კომენტარი გააკეთა მადრიდის “რეალსა” და კატალონიის “ესპანიოლს” შორის ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩთან დაკავშირებით, იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ “თეთრებმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლეს “ესპანიოლს” და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე – 5:0.
“როცა “ესპნაიოლი” თამაშობს “ბარსელონას” წინააღმდეგ, ამ გუნდის ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან. ჩვენი დაპირისპირებები ფინალს მოგვაგონებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ გვმართებს საკუთარ მიზნებსა და თამაშებზე კონცენტრაციის გაკეთება.” – განაცხადა ადრიანომ.



