“ბარსელონას” ფეხბურთელის, იაია ტურეს წარმომადგენელმა, დიმიტრი სელიუკმა განაცხადა, რომ აუცილებლად დაელაპარაკება კლუბის ახალ პრეზიდნეტს, სანდრო როსელის, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტენ “ბარსელონას” დატოვებას.
“ჯერ როსელისთან არ გვისაუბრია. რა თქმა უნდა, ამის სურვილი გვაქვს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ლაპორტა პრეზიდენტია 30 ივნისამდე, მაგრამ მაინც ვაპირებთ როსელისთან დალაპარაკებას, რათა გავიდოთ მისი აზრი, რადგან მომავალში ის იქნება ხელმძღვანელი.” – აცხადებს დიმიტრი “COM Radio”-სთან ინტერვიუში.
აგენტმა ასევე დაამატა, რომ კოტდივუარელი ფეხბურთელის გარშემო დატრიალებულ ამბებში კონკრეტულად არც ერთ პიროვნებას ბრალი არ მიუძღვის: “ლაპორტა, როსელი, გვარდიოლა, ბოსების 98%, მე, თავად ტურე, ყველანი ვცდილობთ, რომ აიაი კატალონიურ კლუბში დარჩეს.” ყველაფრის მიუხედავად, სელიუკმა აღნიშნა, რომ თუ სასურველ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ტურე დატოვებს მსოფლიოს საუკეთესო კლუბს და გადაბარგდება ინგლისში.
“ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს, ერთი რამის გარდა: სათამაშო დროის 65% ძალიან ცოტაა ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც ტურეა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ბოლო სეზონს ეხება.” – განაცხადა აგენტმა. “ახლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის გამოცხადება არ შემიძლია.”
წყარო: www.elmundodeportivo.es
