ხერარდ პიკე: ”ჩვენ საქმე შესრულებულია, ჩვენ მოვიგეთ და იმედები (ტიტულის მოგების) შენარჩუნებულია. ეს არის ჩვენი მიზანი კვირიდან კვირამდე. ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ყოველ კვირას 3 ქულის აღებაა. მატჩში არ იყო სივრცეები, ისინი თავს იცავდნენ და არ უტევდნენ. ასეთი შეხვედრების სწრაფად დასრულება გვსურს, მაგრამ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. სეიდუმ დღეს შესანიშნავი გოლი გაიტანა. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. რაც შეეხება ჩემს გაძევებას, შესვენებისას მასთან მივედი და ვუთხარი, რომ კეიტაზე 11 მეტრიანი არ დანიშნა, ამიტომაც მან გამაძევა მეორე ტაიმის დასაწყისში. ვფიქრობ, რომ ეს დაგეგმილი იყო”.
პედრო როდრიგესი: ”მოხარული ვარ იმის გამო, თუ როგორ იმოქმედა გუნდმა. ასევე მოხარული ვარ გულშემატკივრების მოქმედებით, მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ჩვენ 10 კაცით ვითამაშეთ და მაინც შევძელით თავისუფალი ზონების პოვნა და გოლების გატანა”.
ანდრეს ინიესტა: ”დისტანცია მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ველოდით, რომ მეტოქე სივრცეებს დახურავდა. საბოლოოდ 3 ქულა აქ დარჩა. როცა ისეთი ფეხბურთელი არ თამაშობს, როგორიც მესია ყველამ ძლიერად უნდა ითამაშოს. გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. თამაში მსაჯის გადაწყვეტილების შემდეგ აირია, მაგრამ ჩვენ მაინც შევუტიეთ. ჩვენი მიზანი ყოველ კვირას 3 ქულის მოპოვებაა. იყო მსაჯი ძალიან რთულია, ისინი გადაწყვეტილებებს წამებში იღებენ. რაც შეეხება პეპს, მწვრთნელმა იცის, რომ ყველას მისი დარჩენა გვსურს”.
დანი ალვესი: ”ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ. ბედნიერები ვართ. მსაჯებზე საუბარი დროის უაზრო კარგვაა. ჩვენ შეცდომის უფლება არ გვაქვს. ჩვენ ტიტულის მოპოვების იმედებს ვიტოვებთ. შესამჩნევია, როცა მოედანზე მესი არ არის. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. რაც შეეხება პიკეს, მას აქვს მიზეზები, რათა გაბრაზდეს”.



