პეპ გვარდიოლა ძალიან გახარებული იყო იმ ხასიათითა და თამაშით, რომელიც ხიხონის “სპორტინგის” წინააღმდეგ აჩვენა მისმა გუნდმა გუშინდელ მატჩში. “ჩვენ გავიმაჯვეთ მატჩში, რომელიც ჩვენთვის სახარბიელოდ არ წარმართულა. ფეხბურთელებმა თავიანთი ძლიერი ხასიათი გამოაჩინეს. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნა შეუძიათ. ფანებმაც სიამოვნება მიიღეს, რადგან მთლიანად მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა.”
მესის არყოფნის მიუხედავად, პეპ გვარდიოლა დარწმუნებული იყო, რომ ამ მატჩში გუნდი არ წაიბორძიკებდა.
აუცილებელი გამარჯვება
“ასეთ მატჩებში გამარჯვება წარმატებული სეზონის განმავლობაში აუცილებელია” – განაცხადა გვარდიოლამ. მისი აზრით ასეთი სამი ქულის მოპოვება დიდ გავლენას იქონიებს გუნდის სამომავლო მატჩებზეც. “ასეთი გზით გამარჯევა აუცილებელია, ასეთი წარმატებები ჩვენ გუნდს მორალურად აძლიერებს.”
პეპ გვარდიოლა ასევე რამდენიმე სიტყვით შეეხო ოთხშაბათის მატჩს, რომელშიც “ბარსელონა” “ლევერკუზენს” უმასპინძლებს: “მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ამ მატჩისგან სიამოვნების მიღებას. თუ ამას მოვახერხებთ მეოთხედფინალშიც გავალთ ზედიზედ მეოთხედ.” პეპმა ასევე აღნიშნა, რომ თამაშის დროს ფეხბურთელებმა არ უნდა იფიქრონ არსებულ უპირატესობაზე, რომელიც გუნდმა გერმანიაში მოიპოვა.
ქება კეიტას
გვარდიოლამ გუშინდელი მატჩიდან გამოარჩია სეიდუ კეიტა: “მან გასაოცარი გოლი გაიტანა. სიმართლე გითხრათ, მის მიერ ჩავარდნილი მატჩი არ მახსოვს. დაკისრებული ამოცანის შესრულება მისთვის სიძნელეს არ წარმოადგენს. ასეთი ფეხბურთელები ქმნიან გუნდს, რომელიც უმრავლესობისთვის დღეს საუკეთესოა. ვიმედოვნებ, კეიტა ჩვენთან კიდევ დიდი ხნით დარჩება.”
[media=http://www.youtube.com/watch?v=kyO2fpE-8oA]



