workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსა” დაუმარცხებელია სანაკრებო მატჩების შემდეგ

”ბარსა” დაუმარცხებელია სანაკრებო მატჩების შემდეგ

”ბარსა” მე-5 შეხვედრას გამართავს მიმდინარე სეზონში სანაკრებო მატჩების შემდეგ. წინა შემთხვევებიდან გუნდმა შინ 2 მატჩი მოიგო და გასვლაზე 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა.

სანაკრებო შეხვედრები დასრულდა და ”ბარსელონას” კონცენტრაცია შაბათს, ხიხონის ”სპორტინგთან” გასამართ შეხვედრაზეა გადატანილი. 3 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გუნდს სანაკრებო მატჩების გამო შესვენება ჰქონდა, თუმცა მიმდინარე სეზონში ეს უკვე მეხუთე შემთხვევა იყო, როცა ფეხბურთელები ნაკრებში სათამაშოდ წავიდნენ.

მერყევი სტარტი

წინა ოთხი სანაკრებო მატჩები აგვისტოდან ნოემბის ჩათვლით ჩატარდა. პირველი ასეთი შემთხვევის შემდეგ გუნდმა მნიშვნელოვანი ფრე (2:2) ითამაშა ”სანტიაგო ბერნაბეუზე”, ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში. რამდენიმე დღეში გუნდმა ”ნოუ კამპზე” ტიტული ჩაიბარა. ყველაზე ცუდი შედეგი ”რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში დაფიქსირდა, ”ბარსელონა” 2:0 იგებდა, თუმცა მატჩი 2:2 დასრულდა.

ორი დიდი გამარჯვება ”ნოუ კამპზე”

ბოლო ორი სანაკრებო პაუზის შემდეგ ”ბარსა” იმ გუნდებს დაუპირისპირდა, რომლებიც ახლა პრიმერაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან – ”რასინგი” და ”სარაგოსა”. სანტანდერელები 3:0 დამარცხდნენ 15 ოქტომბერს, არაგონელები კი 4:0 განადგურდნენ 19 ნოემბერს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward