მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი: “რეალის” პოზიცია ჩემთვის გასაგებია”

სესკი: “რეალის” პოზიცია ჩემთვის გასაგებია”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა, განაცხადა, რომ მას ძალიან კარგად ესმის მადრიდის “რეალის” პოზიცია ესპანეთის თასის ფინალთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, დიდი ხანია მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ თასის ფინალი სწორედ “სანტიაგო ბერნაბეუზე” უნდა გაიმართოს, თუმცა “ბლანკოსის” ხელმძღვანელობა ამის სასტიკად წინააღმდეგია. შეხსენება არ გჭირდებათ, რომ საფინალო შეხვედრაში “ბარსას” მეტოქე ბილბაოს “ატლეტიკი” იქნება.

 

“მე ძალიან კარგად მესმის მადრიდის “რეალის”. ნამდვილად ყველასთვის გასაგებია, თუ რატომ ამბობენ ისინი უარს ესპანეთის თასის ფინალის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართვაზე. აბა წარმოიდგინეთ როგორია, როცა შენი მთავარი კონკურენტი შენსავე მოედანზე თასს სწევს!” –განაცხადა სესკმა.

 

მადრიდში ფინალის მასპინძლობის მტკიცე უარზე არიან და სავარაუდოდ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ მატჩს “ვალენსიას” სტადიონზე დანიშნავს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში