მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალის საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა

აბიდალის საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა

ძალიან საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა გუშინ გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის. ორივე გუნდს ჰქონდა დანაკლისი და აკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. საბოლოო ჯამში, სტუმრები უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსნებიც 1:2 დამარცხდნენ.

 

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ერიკ აბიდალმა მატჩი სრულად ჩაატარა. პირველ ტაიმში მას აშკარად ეტყობოდა დაბნეულეობა და დაცვაში ერთ–ერთი მთავარი სუსტი წერტილი იყო. მარკო რეუსი მთელი 45 წუთის მანძილზე ჯაბნიდა მას. მეორე ნახევარში ერიკი შედარებით გამოსწორდა და ათამაშდა. იგი უფრო ყურადღებით იყო და თითოეულ მომენტში ბოლომდე იბრძოდა.

 

რაც შეეხება გატანილ გოლებს, ანგარიში 21–ე წუთზე ოლივერ ჟირუდმა გახსნა. შემდეგ, მეორე გოლი უკვე მეორე ტაიმში ფლორან მალუდამ შეაგდო და ორამდე გაზარდა “მამლებთა” უპირატესობა. გერმანელებმა ერთადერთი ბურთის გაქვითვა მხოლოდ 92–ე წუთზე მოასწრეს, როცა თავი შეცვლაზე შესულმა კაკაუმ გამოიჩინა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=_0IH9n7obCE]

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში