მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” ბეილის შეძენაზე უარს ამბობს

“ბარსა” ბეილის შეძენაზე უარს ამბობს

სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონა” არ იბრძოლებს გარეთ ბეილისთვის. “ტოტენჰემი” სულაც არ არის მოწადინებული, განიხილოს ფეხბურთელის გაყიდვის საკითხი, ხოლო “ბარსა” არ აპირებს სოლიდური თანხის გაღებას.

 

“ბარსელონას” ტექნიკური სამდივნო დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა თამაშს გარეთ ბეილისა, რომელიც “ტოტენჰემში” 2007 წელს გაწევრიანდა. ოთხი წლის განმავლობაში იგი ჩამოყალიბდა ინგლისის ჩემპიონატში მოღვაწე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად, მოაწერა ხელი კონტრაქტის 2014 წლამდე გახანგრძლივებას და გაზრდილ ხელფასსაც გამოჰკრა ხელი. ახლა ბეილი წლის განმავლობაში თითქმის 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

 

სწორედ ფინანსური მხარე დგება უელსელი ფეხბურთელის “კამპ ნოუზე” გადაბარგების წინაღობად. ბეილი “ტოტენჰემმა” “საუტჰემპტონისგან” 14 მილიონ ევროდ შეიძინა თავის დროზე. ახლა მისი ღირებულება საგრძნობლად მაღალია. “ტოტენჰემის” პრეზიდენტი დანიელ ლევი არ მალავს, რომ 22 წლის ფეხბურთელის გაყიდვა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კლუბი ისეთ წინადადებას მიიღებს, რომელზეც უარის თქმა ძნელი იქნება.

 

“ტოტენჰემი” ძლიერი გუნდია, კლუბი არ განიცდის ფინანსური სახსრების ნაკლებობას და ევროპულ სარბიელზე ამბიციებიც აქვს. გუნდს ჰარი რენდაპი წვრთნის და მათ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი.

 

კატალონიური კლუბი თავის მხრივ “მილანიდან” ტიაგო სილვას ყიდვაზე უფროა ორიენტირებული. ბრაზილიელის შეძენაც არ დაუჯდება “ბარსელონას” იაფი, თუმცა “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები გამოდიან პოზიციიდან, რომ უმჯობესია ფული გადაიხადონ კარგ ცენტრალურ მცველში, ვიდრე ისეთ ფეხბურთელში, რომლის პოზიციაზეც “ბარსა” პროფესიონალების ნაკლებობას არ განიცდის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში