კარლეს პუიოლი: ”ჩვენ ლა ლიგის მოგებისთვის მანამდე ვიბრძოლებთ, სანამ ეს მათემატიკურად შესაძლებელი იქნება. გამარჯვება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ და ყოველ კვირას 3 ქულა მოვიპოვოთ. ჩვენ არ დავნებდებით, ჩვენ ბოლომდე ვეცდებით. დღეს რთუილი ტესტი გვქონდა და გუნდმა ხასიათი გამოავლინა. მოედნის საფარი კარგ მდგომარეობაში არ იყო, თუმცა გუნდმა კარგად იმუშავა”.
ხავიერ მასკერანო: ”აქ ჩამოსვლა და თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენ ვიბრძოლეთ ამ მატჩისთვის, მათ ძალიან ძლიერად ითამაშეს. ფრის თამაში არ შეიძლება, ჩემპიონობისთვის ყველა დარჩენილ შეხვედრაში უნდა ვიმარჯვოთ. პრიმერას მოგება რთული იქნება, რადგან მეტოქე 10 ქულით წინაა, თუმცა ჩვენ პროფესიონალები ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ მოტივაცია დავკარგოთ. დიეგო სიმეონეს თავკაცობით ”ატლეტიკო” დაუმარცხებელი იყო. პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ გამარჯვება მოგვილოცა”.
დანი ალვესი: ”მხარდაჭერებს ჩვენი უნდა სჯეროდეთ. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ შანსი იქნება. ეს ამ გუნდის სულია. მოხარული ვარ გოლის და გუნდის გამარჯვების გამო. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, თანაც მოედნის საფარი კარგ მდგომარეობაში არ იყო. ასეთ სტადიონებზე გამარჯვება გვაძლიერებს. გოლის დროს სივრცე შევნიშნე და სესკის დიდებული გადაცემა გამოვიყენე. გოლი ჩემს შვილებს მივუძღვენი, ისინი არდადეგებზე არაინ და ძალიან მენატრებიან”.
ვიქტორ ვალდესი: ”ჩვენ ძლიერი გამარჯვება მოვიპოვეთ შთამბეჭდავ ”კალდერონზე”. ჩვენ ვაგრძელებთ საქმის კეთებას და 3 ქულის აღებაც, რაც პრიმერასთვის ბრძოლის საშუალებას გვაძლევს”.
ანდრეს ინიესტა: ”ეს ძალიან ინტენსიური შეხვედრა იყო. ჩვენ დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ რთულ სტადიონზე. ახლა კი სანაკრებო შეხვედრების დროა”.



