მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ატლეტიკო”-“ბარსელონა”. მატჩის მიმოხილვა

“ატლეტიკო”-“ბარსელონა”. მატჩის მიმოხილვა

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის ფარგლებში კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” ეწვია და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. შეხვედრის პირველ ტაიმში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მესის, ფაბრეგასისა და ალვეშის კომბინაციას ამ უკანასკნელის გოლი მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ თამაშის დასაწყისში მეტოქის კარი ლიონელ მესიმ აიღო, თუმცა მთავარმა არბიტრმა არგენტინელის მხრიდან ხელით თამაში დააფიქსირა, ამიტომ გოლი გააუქმა და მესი გააფრთხილა.

 

მატჩის მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება შესძლეს მასპინძლებმა. ფალკაომ კუთხურიდან ჩაწოდებული პასით ისარგებლა და ბურთი კატალონიელთა კარის ბადეში გაახვია. შეხვედრის 80-ე წუთზე ლიონელ მესიმ ულამაზესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. შეხვედრა ასეთივე ანგარიშით დასრულდა – 1:2 “ბარსელონას” სასარგებლოდ.

 

მთავარმა არბიტრმა პერეს ლასამ 12 ყვითელი ბარათი აჩვენა ფეხბურთელებს, აქედან 5 კატალონიელებს, ხოლო 7 მადრიდელებს ხვდათ წილად. შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოსთან” მატჩში დისკვალიფიკაციის ზღვარზე თამაშობდნენ ლიონელ მესი და სერხო ბუსკეტსი. სამწუხაროდ მსაჯმა თამაშის წესების დარღვევისთვის ორივე მათგანი დააჯარიმა, შესაბამისად “სპორტინგთან” მატჩში მესი და ბუსკეტსი გუნდს ვერ დაეხმარებიან.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=nEYduZDj6TI]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში