მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფალკაოსა და ადრიანს ”ბარსასთან” გამარჯვების იმედი აქვთ

ფალკაოსა და ადრიანს ”ბარსასთან” გამარჯვების იმედი აქვთ

მადრიდის ”ატლეტიკოს” თავდამსხმელები, რადამელ ფალკაო და ადრიანი მიიჩენევენ, რომ მათ გუნდს ”ვისენტე კალდერონზე” შეუძლია ”ბარსელონას” დამარცხება.

”კატალონიელების დამარცხება? რატომაც არა, ჩვენ ხომ სახლში ვთამაშობთ” – ამბობს ადრიანი. ”ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოვიგოთ”.

ასეთივე მოსაზრებას იზიარებს ადრიანის თანაგუნდელი, რადამელ ფალკაო: ”ბარსა” დიდებული კლუბია, რომელმაც საფეხბურთო ისტორიაში დიდი კვალი დატოვა. როგორ ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ? წარმატების მისაღწევას მეტოქეს ბურთი უნდა წავართვათ და მაშინ შეიძლება ჩვენ ბედმა გაგვიღიმოს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში