პეპ გვარდიოლას გუნდი დღეს დილით მადრიდში ჩაფრინდა, რათა პრიმერას მორიგ ტურში ”ატლეტიკოს” დაუპირისპირდეს ”ვისენტე კალდერონზე”.
”ბარსელონას” დელეგაცია ”ელ პრატის” აეროპორტიდან 10:30 საათზე გაეშურა დედაქალაქისკენ და 50 წუთიანი ფრენის შემდეგ გუნდი ”ბარახასის” აეროპორტში იმყოფებოდა.
პეპ გვარდიოლასთან ერთად გუნდს გაყვნენ დირექტორები, ტონი ფრეიშა, პილარ გინოვარტი და ხავიერ ბორდასი. გუნდთან ერთად იმყოფება ტიტო ვილანოვაც.