მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ატლეტიკო” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ატლეტიკო” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

პეპ გვარდიოლამ კვლავ უარი განაცხადა კონტრაქტის შესახებ საუბარზე და ყველას ამცნო, რომ ”ეს დამღლელი საკითხია” და ”როცა სიახლე იქნება თქვენ გაიგებთ ამის შესახებ”.

ამგვარად კატალონიელმა სპეციალისტმა ყველა კითხვა მოიშორა მის მომავალთან დაკავშირებით, რომელსაც ჟურნალისტები მას ”ატლეტიკოსთან” გასამართი შეხვედრის წინ უსვამდნენ.

”ასე ცუდები არ ვყოფილვართ”

გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ”რეალის” დაწევა ჩემპიონატში ძალიან რთულია, თუმცა მწვრთნელს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თეთრი დროშა ჯერ არ უსვრია: ”როცა გუნდი 10 ქულით წინაა ეს ძალიან რთულია. მომავალი გვაჩვენებს რა მოხდება. მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ და სხვა არაფერზე. მატჩიდან მატჩზე უნდა ვიფიქროთ და დარჩენილი 3 თვე მშვიდი ცხოვრებით უნდა გავატაროთ იმის დამსახურებით, თუ რას მოვაღწიეთ მიმდინარე სეზონში და იმის ცოდნით, თუ რა დონეზე თამაში შეგვიძლია” – აღნიშნა პეპმა. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ”გუნდი ყველაფერს ისე ცუდად არ აკეთებდა, რომ ასეთი დიდი სხვაობა ყოფილიყო, მაგრამ სხვაობა ისეთია, როგორიც არის”.

”ბარსას” თავკაცი მიიჩნევს, რომ დიეგო სიმეონეს მოსვლის შემდეგ ”ატლეტიკომ” თამაშის ხარსხსი საგრძნობლად გააძლიერა: ”თითქმის ყველაფერი, რასაც ”ატლეტიკოს” შესრულებით ვხედავთ სიმეონეს დამსახურებაა. მათი სული მაღალ დონეზეა, ყველა ფეხბურთელი მუშაობს, ცდილობენ… და ამიტომაც ისინი დაუმარცხებელნი არიან. ადვილი არაა სეზონის შუა ნაწილში გარდატეხის შეტანა, მაგრამ ჩოლომ ეს შეძლო. გუნდს სტილი ემჩნევა”.

მწვრთნელის აზრით ”ატლეტიკოს” დამარცხებისთვის გადამწყვეტი იქნება ”მათზე უკეთ თამაში, კონტრშეტევების ჩაშლა და ფალკაოს გაკონტროლება”, რომელიც პეპის აზრით ”მსფოლიოში საუკეთესო თავდამსხმელია საჯარიმო ზონაში”.

”უმჯობესია, როცა ყველაფერი წესრიგშია”

ფეხბურთელებმა ბოლო დღეებში ძალების აღდგენა შეძლეს. პეპ გვარდიოლამ განაცხადში პირველი გუნდის ფეხბურთელები და ფილიალიდან მხოლოდ კრისტიან ტელიო შეიყვანა. ”უმჯობესია, როცა ყველა მწყობრშია და ვიღაცეები არ გვაკლია. ტიაგო, კუენკა და ტელიო მოთხოვნებს იმაზე უკეთ პასუხობენ, ვიდრე მოეთხოვებათ”.

მწვრთნელმა ასევე საქებარი სიტყვებით ისაუბრა ფილიალის ფებხურთელებზე, რომლებიც გუნდს ბოლო დროს ეხმარებოდნენ: ”იანვარი ჩვენთვის ძალიან რთული თვე გამოდგა, მაგრამ საერთო ჯამში კარგ დონეზე ვიყავით. ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაში ვართ. არ მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენი დონიდან ძალიან შორს ვიყავით”.

ნაკრებში ჩავის გამოძახების შესახებ პეპმა განაცხადა: ”მე ვესაუბრე დელ ბოსკეს და ჩავი უკვე ფაქტიურად 100 პროცენტით მზადაა. თუკი ის გრძნობს, რომ 90 წუთის თამაში შეუძლია ითამაშებს. თუკი ვერ შეძლებს მოვუფრთხილდებით. ვიცით, რომ ფედერაცია ფეხბურთელებზე ძალიან კარგად ზრუნავს. ჩვენ არავითარი პრეტენზია არ გვაქვს მათთან, ისევე როგორც მათ ჩვენთან”.

გვარდიოლამ ჟოზე მოურინიოს რჩევა არ მისცა, როცა კატალონიელს ჰკითხეს, უნდა დარჩეს თუ არა მოურინიო მომდევნო სეზონში მადრიდში: ”მოურინიო ძალიან ჭკვიანია. მან უკეთ იცის რა იქნება მისთვის უმჯობესი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში