workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ცაცია კატალონიელი”

“ცაცია კატალონიელი”

მოგესალმებით! მსურს შემოგთავაზოთ სტატია კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთი გამორჩეულ ფიგურაზე, რომელმაც თავისი ერა და ისტორია შექმნა “ბარსელონაში”. იგი გახლავთ ვიტორ ბორბა პერეირა, ანუ ჩვენთვის საყვარელი “რივალდო”…

 

ალბათ, დღევანდელობაში ამ ფეხბურთელზე ბევრს აღარ საუბრობენ, მაგრამ იყო დრო, როცა რივალდო მსოფლიოს აოცებდა საკუთარი ნიჭითა და ფენომენალურობით. იგი არ გახლდათ რიგითი მოთამაშე, რომელმაც მოირგო ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმა და შემდეგ გაქრა საფეხბურთო სარბიელიდან. ის იყო ადამიანი, რომელიც მხსნელად და ლიდერად მოევლინა კატალონიურ გრანდს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა. გუნდიდან წავიდა რა ლუის ნაზარიო დე ლიმა (რონალდო), დაიწყო კრიზისი… სწორედ ასეთ დროს გამოჩნდა ვიტორ ბორბა პერეირა, რომელმაც გააოცა “კამპ ნოუს” პუბლიკა. ბრაზილიელმა შემტევმა არაერთხელ გამოიჩინა თავი და აღსანიშნავია მისი დუბლი “კლასიკოში”, როდესაც “ბარსელონა” ეწვია მადრიდის “რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე”. აქვე გეტყვით, რომ სრულიად უსამართლოდ გაუუქმეს რივალდოს მესამე გოლი მადრიდელთა კარში და სწორედ ამიტომ შეხვედრა  ფრედ, 2:2 დასრულდა.

 

რივალდო იმ იშვიათი ფეხბურთელთაგანი იყო, რომელსაც შეეძლო საკუთარ თავზე აეღო თამაში და მატჩის ბედიც გადაეწყვიტა. ამას, რა თქმა უნდა, არ ვამბობ მხოლოდ საკლუბო კარიერიდან გამომდინარე. ბრაზილიელმა ეს ყველაფერი ნაკრებშიც დაამტკიცა. მან უმაღლეს დონეზე ჩაატარა მსოფლიოს 1998 და 2002 წლის ჩემპიონატები. გავიდა რა 2-ჯერ ფინალში გუნდთან ერთად, ერთხელ ჩემპიონთა თასსაც დაეუფლა და საგოლე გადაცემა გაუკეთა მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანს, რონალდოს. ვიტორ ბორბა საკმაოდ ეფექტური ფეხბურთელი გახლდათ და შესანიშნავ დარტყმას ფლობდა. მის მარცხენას შეეძლო ყუმბარისებული დარტყმა შეესრულებინა.

 

მოდით გავიხსენოთ რივალდოს გოლი, რომელიც მსოფლიო კლასიკადა და ერთ-ერთ ულამაზეს გოლად ითვლება. ბრაზილიელმა მოახერხა და “ვალენისას” საჯარიმოს მისადგომიდან ულამაზესი, უზუსტესი და შესანიშნავი გოლი გაუტანა მაკრატელა დარტყმის შედეგად. არავის ეგონა, რომ ვიტორი ამას შეძლებდა, თუმცა ზემოთ აღვნიშნე, რივალდოს მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეეძლო-მეთქი და არც შევმცდარვარ. გაოგნებული დატოვა “ვალენსიას” გულშემატკივარი და შოკში ჩააგდო კატალონიური პუბლიკა. საფეხბურთო დღესასწაული და ბრაზილიელის ბენეფისი.

 

ინდივიდუალურად კი ვიტყვი, რომ “ბარსელონას” შემადგენლობაში რივალდომ დაისაკუთრა ყველაზე პრესტიჟული პრესონალური ჯილდო – ოქროს ბურთი. მადლობა მას ასეთი კარიერისთვისა და “ბარსელონასთვის” გაწეული სამუშაოსთვის. ნამდვილ “ბარსელონას” გულშემატკივარს ის მუდამ ემახსოვრება და არასდროს დაივიწყებს მის თავდადებულ თამაშს. 

 

ლუის ნაზარიო დე ლიმა: “რა შემიძლია გითხრათ რივალდოზე? ნუთუ ჩემი სიტყვები გადამწყვეტია? უბრალოდ უყურეთ მის თამაშს და ყველაფერს ნათელი მოეფინება. ის ჩემი საუკეთესო პარტნიორია ნაკრებში”

 

რონალდინიო: “გაოცებული ვარ მისი თამაშით. როდესაც არ ვიცი რა გაგრძელება მოვნახო შეტევისა, ბურთს უბრალოდ მას ვაწვდი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რივალდო ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გვაძლიერებს, რაც ნაკრების წარმატებაშიც აისახა”. 

 

კაფუ: “რონალდო და რივალდო – დღევანდელი ბრაზილიის ნათელი წერტილები. ვერ წარმომიდგენია ნაკრები მათ გარეშე. მსოფლიოს ორი საუკეთესო შემტევი ჩვენს განკარგულებაში იყო და ნუთუ სიურპრიზია ჩვენი მსოფლიო ჩემპიონობა?” 

 

ჩავი: “ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი ფენომენის გვერდით მომიწია ასპარეზობა. მადლობა მას ყველაფრისთვის”

 

აქვე გეტყვით, რომ რივალდო 39 წლისაა და ჯერ არ დაუსრულებია საფეხურთო მოღვაწეობა. იგი ამჟამად “კაბუსკორპის” ღირსებას იცავს და პირველივე მატჩში თავი გამოიჩინა გატანილი გოლით… 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=9peJfLEKPXg] 

 

გოლი “ვალენსიას” კარში

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=FZXFOkg-kMs] 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward