ესპანური პრესის ინფორმაციით, “ბარსელონას” თავდამსხმელი, ისააკ კუენკა ვიქტორ ვალდესის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
კუენკას თქმით, საუბარია ისეთ ფეხბურთელზე, რომელიც თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა.
“ამ მომენტში ვალდესი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. იგი ამას თავისი თამაშით ამტკიცებს.” – განაცხადა კუენკამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვიქტორ ვალდესი ლეგენდარულმა არგენტინელმა ექს-ფეხბურთელმა, დიეგო არმანდო მარადონამ გააკრიტიკა. მარადონას თქმით “ბარსელონა” იმდენად ძლიერია, რომ ასეთი გუნდის შემადგენლობაში ვიქტორ ვალდესიც კი კარგი სჩანს, სინამდვილეში კი ის ძალიან სუსტია.
