მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სიმეონეს დამარცხების შემდეგ გვარდიოლა ესპანეთის ჩემპიონი გახდა

სიმეონეს დამარცხების შემდეგ გვარდიოლა ესპანეთის ჩემპიონი გახდა

”ბარსელონა”, რომლის შემადგენლობაში ამჟამინდელი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ირიცხებოდა 1994 წელს ესპანეთის ჩემპიონი გახდა. მათ ჩემპიონობა ”სევილიას” დამარცხებით მოიპოვეს, რომლის რიგებშიც ”ატლეტიკოს” ამჟამინდელი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე თამაშობდა.

კვირას პეპ გვარდიოლა და დიეგო სიმეონე გაიმეორებენ დაპირისპირებას, რომელიც მათ ფეხბუთელობის დროს ჰქონდათ. ”ბარსელონასა” და ”ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელები პრიმერაში 1993-1997 წლებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ პეპმა პირველი გოლი გაიტანა პრიმერაში და ასევე გახდა ჩემპიონი 1994 წელს.

ჯუკიჩის გამოუყენებელი 11 მეტრიანი

პირველად გვარდიოლა და სიმეონე ”სანჩეს პისხუანზე” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, როცა არგენტინელი ”სევილიას” ღირსებას იცავდა, გუნდებმა კი ორივე შეხვედრა ფრედ, 0:0 დაასრულეს. მესამე შეხვედრა კატალონიელისთვის ბედნიერი იყო. ისინი პრიმერას ბოლო ტურში, 1994 წლის 15 მაისს შეხვდნენ. კატალონიელებს გამარჯვება სჭირდებოდათ და უნდა დაეცადათ ”დეპორტივო” ”ვალენსიას” მატჩისთვის, სადაც ლა კორუნიელებს ქულები უნდა დაეკარგათ. პეპ გვარდიოლას გუნდმა კი გამარჯვება მოიპოვა, თანაც ბოლო წუთზე ”სევილიელებმა” ანგარიშის გამათანაბრებელი 11 მეტრიანი გააცუდეს. ის შეხვედრა სიმეონესთვის ბოლო იყო ”სევილიას” რიგებში.

ახალ გუნდთან

სიმეონეს ახალი გუნდი მადრიდის ”ატლეტიკო” გახდა. 1995 წელს ”ატლეტიკოსა” და ”ბარსელონას” შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ პირველი გოლი გაიტანა პრიმერაში. ისინი 2-ჯერ შეხვდნენ 1996/97 წლის სეზონში. ”ნოუ კამპზე” შეხვედრა 3:3 დასრულდა, ”ვისენტე კალდერონზე” კი ”ბარსამ” 5:2 იმარჯვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში