“ბარსელონა” კარგ კავშირებს ინარჩუნებს “სანტოსთან”. ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავი ადრე გეგმავდა, რომ ევროპაში კარიერა 2014 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ გაეგრძელებია. აღმოჩნდა, რომ “ბარსელონა”, ისევე როგორც თავად ფეხბურთელი, არ გამორიცხავენ უფრო ადრეული ტრანსფერის ვარიანტს.
უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელის გარემოცვა იტყობინება, რომ ნეიმარს “სანტოსში” დარჩენა 2014 წლამდე სურს, “ბარსელონაში” კი ის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გეგმავს გადასვლას. “სანტოსისთვის” მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც მიმდინარე სეზონში ნეიმარმა მშობლიურ კლუბში მოღვაწეობა გააგრძელოს. ამ წელს “სანტოსი” დაარსებიდან 100 წლის თავს აღნიშნავს და 20 წლის ფორვარდს შეუძლია, დაეხმაროს თავის გუნდს ლიბერტადორესის მოგებაში.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შესაძლოა, “ბარსელონამ” მოლაპარაკებები დაიწყოს ნეიმარის იმაზე ადრეულ ტრანსფერთან დაკავშირებით, რაც აქამდე იგეგმებოდა. როგორც მოსალოდნელია, ბრაზილიური კლუბი ისე ძლიერ აღარ შეეცდება ფეხბურთელის შენაჩუნებას, თუ თავად ნეიმარი გადაწყვეტს, რომ შეუერთდეს მესისა და კომპანიას.
ნეიმარი შეიძლება გახდეს ის ფეხბურთელი, რომელიც იძულებულს გახდის “ბარსელონას”, რათა ამ უკანასკნელმა ხელახლა გადახედოს თავის ფინანსურ პოლიტიკას. ამ მხრივ ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობა მიმდინარე ზაფხულს უფრო დამაინტრიგებელი ხდება.



