ტიაგო ალკანტარამ, რომელმაც დღეს დილით “ნაიკის” ახალ სპორტულ სამოსს გაუკეთა პრეზენტაცია, უპასუხა დიეგო არმანდო მარადონას. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა არგენტინელმა “ბარსელონას” გოლკიპერი, ვიქტორ ვალდესი გააკრიტიკა და მას “ცუდი მეკარე” უწოდა.
“მე პატივს ვცემ ყველას აზრს, თუმცა მივიჩნევ, რომ ვალდესი ნადვილად ძალიან კარგი მეკარეა.” – განაცხადა ტიაგომ და იქვე დაამატა, რომ “ბარსას” “1”-ანს არაერთხელ უხსნია გუნდი გაშვებული გოლისგან. ალკანტარას თქმით ვალდესი არაჩვეულებრივად თამაშობს ფეხითაც და ბრწყინვალე მაჩვენებლები აქვს ჩემპიონთა ლიგაში.
