მარტინ მონტოია, მარკ მუნიესა და მარკ ბარტრა კვირას, ”ვალენსიასთან” გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდებიან. ამავდროულად ჯონათან დოს სანტოსი და სერხი რობერტო ”ბარსა ბ”-ში დაბრუნდებიან.
ამგვარად მონტოია, მუნიესა და ბარტრა შეცვლიან ალვესსა და მასკერანოს, რომლებიც ”ვალენსიასთან” მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებენ. დოს სანტოსისა და სერხი რობერტოს დაბრუნება ”ბარსა ბ”-ში გადაწყდა იმის გამო, რომ გუნდს დაუბრუნდნენ სეიდუ კეიტა და სერხიო ბუსკეტსი.
ამგვარმა ცვლილებებმა ეუსებიო იძულებული გახადა გუნდის გასაძლიერებლად ფეხბურთელების ”იუვენილ ა”-დან დაემატებინა. ამ ასაკობრივი გუნდიდან მან ჟან მარი დონგუს და პატრისიო გაბარონს გამოუძახა, რომლებიც პირველად არ იღებენ შანსს ”ბარსელონას” მეორე გუნდში თამაშის. ეუსებიომ ასევე იხმო სერხი აიალა, ალექს გრიმალდო და მიგელ ანხელ საინცი.
დღეს, 17:30 საათზე ”ბარსელონა ბ” გაფრინდება ლა-კორუნიაში, სადაც ხვალ, 18 საათზე ადგილობრივ ”დეპორტივოს” დაუპირისპირდება.