1. FCBGIOBARCA ( გიორგი ადამია) ‘’დროებითი მწერალი’’ – შიუკ, პირველ რიგში გილოცავ ახალი პროექტის წამოწყებას და გისურვებ წარმატებებს…! ჩემი ისტორია? ცოტა გრძელია…2–3 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა დამსვა და ჯერ რეალის თამაშს, შემდეგ მილანის და ბოლოს ბარსას შეხვედრა მანახა..რაღა დაგიმალოთ და 4–5–მა ფეხბურთელმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა..ესენი იყვნენ ზიდანი, რაული, რივალდო, კლუვერტი და ლეგენდარული პაოლო მალდინი..! არც იმას დავმალავ, რომ მიუხედავად ბარსასდამი სიყვარულისა, I ფეხბურთელი ჩემთვის რაული იყო.. I ფორმაც სწორედ მისი მოვირგე 3 წლის ასაკში :დ მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მე ფეხბურთი მიყვარდა და არა რაიმე კონკრეტული გუნდი, სიმართლეს ვიტყვი… ბარსა მერჩივნა რეალს, რადგანაც მჯეროდა, რომ უკეთესი იყო.. რაც შეეხება ფანობას… ფანი გავხდი 2002/2003 წლებში.. რონალდინიოს მოსვლის შემდეგ კი უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მე კულე ვარ… ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში დიდი ხალისი შემოიტანა…
2. villana (ანი კოპაძე) ‘’წევრი’’ – გილოცავ შაკო კიდევ ერთი ,შესანიშნავი პროექტის წამოწყებას : ) ხო, რაც შეეხება როგორ გავხდი კულე. ცოტა არ იყოს რთული კითხვაა და კონკრეტული და ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია. არც ის ვიცი საიდან დავიწყო.. ალბათ ასეთი დამოკიდებულება ბარსასადმი ჩემი ოჯახის ,მამაჩემის დამსახურებაა,რომელიც ასევე ბარსელონას დიდი გულშემატკივარია..ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა ფეხბურთი,ამიტომ ისიც ხშირად მელაპარაკებოდა ამ თემაზე და მიყვებოდა თავისი საყვარელი კლუბის ლეგენდების და მიღწევების შესახებ. ამ დროს ჯერ კიდევ პატარა ვიყავი.მეც დავიწყე ბარსლონას თამაშების ყურება,ძალიან მ ომხიბლა და ჩემში ყოველთვის აღტაცებას იწვევდა გუნდის ასეთი შეუპობრობა,ბრძოლის ჟინი და მათი ერთობა.”ბარსა” ხომ უფრო მეტია,ვიდრე გუნდი.. ასაკის მატებასთან ერთად,ჩემი სიყვარული და ინტერესი ამ გუნდის მიმართ უფრო და უფრო გაიზარდა ,მოთმენლად ველოდები “ბარსას” თითოეული თამშის დაწყებას, განვიცდი და მიხარია მათთან ერთდ..ახლაკი მთელი გულით და სულით ვარ შეყვარებული ბარსელონაზე..რავიცი,მეტი რა შემიძლია გითხრა ერთს ვიტყვი,რომ ძალიან გთხოვთ ყველა გოგოს “ძალით ფანებითან” ერთად ერთ ქვაბში ნუ მოგვხარშავთ.
3. medea ( მედეა ხურციძე) ‘მწერალი’’ – ყველაფერი 2009 წლის 2 მაისს დაიწყო. ეს დღე ალბათ ყველას გახსოვთ. სწორედ მაშინ ვუყურე პირველად ბარსას, ისიც შემთხვევით. სერალს ”შუა ქალაქში” ველოდებოდი და უცებ ფეხბურთი დაიწყო, თავიდან გული დამწყდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ის იყო ერთ-ერთი უბედნიერესი 2 საათი ჩემს ცხოვრებაში. ”რეალი”-”ბარსელონა”, დიდი კლასიკო, რომლის მოწმეც პირველად გავხდი. ჩემთვის უცნობი იყო ფეხბურთელების უმრავლესობა (რამდენიმეს სახე მეცნო, მაგრამ ვე გავიხსენე საიდან). რატომღაც გულმა ”ბლაუგრანასკენ” გამიწია და ის თამაშიც 2-6 მოვიგეთ. აი აქედან შემეყარა ”სენი” და დღემდე ვერაფერს ვუხერხებ :დ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემზე არე დედაჩემმა უყურა ”ბარსას” და მეორე დღეს აღბრთოვანებით საუბრობდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდზე, თუ სწორად მახსოვს ეს ”ბარსელონა”-”ჩელსი” იყო, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი, მეორეს უკვე მეც ვუყურე. აი ესაა ჩემი ისტორია. (წინასწარ გაგაფრთხილებთ, რომ ”პროფილში” არ ვარ სტუმრად :დ).
4. Barca_Boy_95 ( მიშო მაღალაშვილი) ‘’რედაქტორი’’ – ბარსელონას გულშემატკივარი, ეგრედწოდებული კულე 2005/2006 წლების სეზონიდან ვარ. მანამდე ფეხბურთს არც ვუყურებდი (ასაკის გამო) და როდესაც ამ სპორტზე დავიწყე სიარული, მოვუხშირე ფეხბურთის ყურებასაც. ძალიან მომხიბლა რონალდინიოს თამაშმა. თავიდან სწორედ მის გამო ვუყურებდი ბარსას თამაშებს, მაგრამ შემდეგ რონალდინიოს სიყვარული ბლაუგრანას სიყვარულში გადაიზარდა. 2006 წელს მოგებულმა ჩემპიონთა ლიგამ უფრო გამიძლიერა ბარსას მიმართ სიმპატიები. კიდევ ერთი, მადლობა ლაპორტას ბრაზილიელი გენიოსის გუნდში მოყვანისთვის, თორემ კაცმა არ იცის ეხლა ვიქნებოდი თუ არა კულე.
5. nini. ( ნინი მკლავიშვილი) ‘’წევრი’’ – სულ თავიდან დავიწყებ…ზოგს შეიძლება გაეცინოს ან სერიოზულად არც კი მიიღოს, მაგრამ მთავარია მე ვიცი რამდენად დიდია ის გრძნობა რასაც ამ კლუბის მიმართ ვგრძნობ. დაახლოებით 5 წლის წინ გადიოდა ფილმი, სადაც არგენტინელი მსახიობები იყვნენ. სულელურად შეიძლება ჟღერს, მაგრამ მას შემდეგ უზომოდ შემიყვარდა ეს ქვეყანა და მისი ნაკრების გულშემატკივართა რიცხვში ,,ჩავირიცხე”…იმ დღიდან მოყოლებული სულ არგენტინას ვქომაგობ თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა იყო ფეხბურთი..პირველად ლიონელ მესი ვნახე, რომლითაც მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი..ძალიან მრცხვენია მაგრამ რაც სათქმელია უნდა ვთქვა..არც ვიცოდი თუ არსებობდა კლუბი სახელად ბარსელონა და ჰყავდა შესანიშნავი ფეხბურთელები..ეს სპორტი დიდად არც მხიბლავდა.მაგრამ ვნახე მესის თამაში შესაბამისად მომინდა უფრო ხშირად ვყოფილიყავი მისი ლამაზი თამაშის მომსწრე ამიტომაც გავიგე რომელ კლუბში თამაშობდა, აი იმ დღიდან ბარსელონას ვქომაგობდი მხოლოდ და მხოლოდ მესის გამო..თამაშებსაც ინტენსიურად არ ვუყურებდი. შემდეგ იყო ვილია, ფაბრეგასი, ჩავი, ინიესტა.. რომელი ერთი ვთქვა..გავიგე ვინ იყო გვარდიოლა 🙂 იქიდან მოყოლებული თავს ნამდვილად კულედ ვგრძნობდი, რადგან ბარსელონას თამაშს ვუყურებდი არა მესის არამედ მთლიანი გუნდის გამო. მაშინ გავიგე თუ რას ნიშნავდა ფეხბურთი და ეს არ იყო უბრალოდ სპორტი სადაც ფეხბურთელები ბურთს დაააგორებდნენ..უფრო დიდი რამ იყო და ეს ყველაფერი ბარსელონამ მაგრძნობინა, შემაყვარა ფეხბურთი..ყოველთვის მეშინოდა კითხვის: დიდი ხანია ბარსას გულშემატკივარი ხარ? იმიტომ რომ ვიცოდი პასუხს ყოველთვის უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა და იქნებოდა შემდეგი რეპლიკები: შენ რა იცი ფეხბურთი.. 3 წელი? ეს რა არის… თუმცა არ მჯერა იმის რომ აუცილებელია დაბადებიდან ქომაგობდე კლუბს.. მე ვიცი რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილია და ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ადამიანს რომელიც ჩემზე დიდი ხანია იცნობს მის ისტორიას მეტად უყვარს..შეიძლება ბევრმა ვერ გამიგოთ მაგრამ რას ვიზავ…დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ სამუდამოდ დაიდეს ბინა ჩემს ცხოვრებაში.ერთ რამეზე ვწუხვარ მხოლოდ, რომ უფრო ადრე არ ,,მოვედი გონს” და დიდი მადლობელი ვარ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უფრო გვიან არ მოხდა..მე ვამაყობ რომ ერთ–ერთი თქვენგანი ვარ და ბედნიერი ვარ, რადგან ვცხოვრობ იმ დროში სადაც ეს კლუბია, რომელიც გამორჩეულია ყვალაფრით ყველასგან.
6. puxa (მიხეილ კობახიძე) ‘’წევრი’’ – ორიოდე სიტყვას ვიტყვი, მანამ ძირითად თემას შევეხები. რაც შეეხება “კულე”-ს, ვერასოდეს ვერ ვიქნები ალბათ “ჭეშმარიტი კულე”. რადგან თბილისელი, ქართველი ვარ და ჩემი გული თბილისის “დინამო”-ს “საკუთრება” იქნება ყოველთვის… 🙂 მაინც ვუწოდებ ჩემს თავს – “კულეს” :)და “ბარსელონა”-ს ფეხბურთით “დავაადდი” 1996-97 წლების სეზონში… მაშინ ნამდვილი რონალდო(“რეალი”-ს გულშემატკივრებს არ გეწყინოთ, ბრაზილიელი მართლა ნამდვილი იყო და ამასთანავე კრისტიანო რონალდ-უ-ა და არა ო) დათარეშობდა “ბლაუგრანდა”-ს მაისურით მსოფლიოს მინდვრებზე… მას შემდეგ მოვუყვებით მე და “ბარსელონა” – “საფეხბურთო ბილიკს”… ბევრი მწარე და ბევრი ტკბილი მოგონებებით… ხშირად გავბრაზებულვართ ერთურთზე თამაშიდან-თამაშამდე, მაგრამ მინდორზე შებიჯებისთანავე, ყოველთვის “ერთად” ვუპირისპირდებოდით მოწინააღმდეგეს!!! დიდი დრო გავატარეთ და ყოველი ახალი ბრძოლის წინ ვეუბნები: “დამთავრდა, მორჩა აღარ გჭირდება შენ ჩემი გამოყოლა, ძალიან დიდი და დიადი ხარ უკვე… და გმადლობ ყოველი წამისთვის!” მაგრამ, ის ყოველთვის დამცინავი ბავშვური ღიმილით გამომხედავს და შევარდება “ბრძოლის ველზე”… და მეც შემიყოლებს!!! და ვხვდები, რომ ეს არასოდეს არ დამთავრდება, რადგან ეს ხომ მან მაზიარა ჭეშმარიტ, ლამაზ ფეხბურთს – რომელმაც “დაამსხვრია 22 კაცის სირბილი” და ხელოვნებად აქცია…
7. Meryol (მერიემ შენგელია) ‘’წევრი’’ – როგორ გავხდი კულე? მე საერთოდ, პატარაობაში ,ასე 11 წლამდე ფეხბურთს ვერ ვიტანდი, მეზიზღებოდა და სხვები რომ უყურებდნენ ნერვები მეშლებოდ, მეც ვიძახდი ერთ დროს, რა არის ფეხბურთი, უაზრო სპორტია, 22 კაცი 1 ბურთს დასდევს თქო.. მაგრამ ერთხელ რომ შემჭამეს ნათესავებმა და მეგობრებმა დავჯექი და ვუყურე რაღაც მატჩს, ცოტა არ იყოს მომეწონა, კარგი გასართობია მეთქი ვთქვი.. მერე კიდევ რამდენჯერმე ვუყურე და უფრო და უფრო მომწონდა და საბოლოოდ მართლა მივიჯაჭვე ფეხბურთზე. თავიდან ცოტახანი გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი, არავის ფანი არ ვიყავი, ნეიტრალური მეკავა მაგრამ მერე ბარსელონას თამაშებს უფრო ხშირად ვუყურებდი, შემიყვარდა ჩავი, პუიოლი და ასე გავხდი კულე.. დღჶს კი ბარსას გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, შეიძლება ითქვას რომ ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი მიაქვს ბარსას და საერთოდ ფეხბურთს..
პ.ს. მადლობა ყველას.



