ჯანლუკა ვიალი ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი და მენეჯერია, რომელიც ამჟამად Sky Sport Italia-ს კომენტატორად მუშაობს. იტალიელს საკმაოდ რეალურად ეჩვენება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუარდიოლას გადაბარგება “ინტერში”.
“მე ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონში სავსებით შესაძლებელია, გუარდიოლამ “ინტერი” ჩაიბაროს. ჩემი აზრით ის ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატია ამ პოსტზე. მის თანაშემწედ კი შესაძლოა, რომ რობერტო ბაჯო ვიხილოთ.” – ციტირებს ჯანლუკა ვიაის სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლას ჯერ კიდევ არ განუცხადებია თანხმობა “ბარსასთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.



