ხშირად გავიგებთ ისეთ ფრაზას, რომ როდესაც ”ბარსელონას” უჭირს მას მსაჯი ეხმარება. ხშირად ამბობენ, რომ მეტოქის კარში 11 მეტრიანებს უდებენ და კაცნაკლულს ტოვებენ გუნდებს. გთავაზობთ ამ ორ მაჩვენებელში სტატისტიკას და რონალდუსა და მესის გამოსვლას პრიმერა დივიზიონში.
პენალტები
ბოლოს სამი სეზონის ჯამში ”ბარსელონა” პრიმერას 10 გუნდშიც არ არის, რომლებმაც ყველაზე მეტჯერ შეასრულეს 11 მეტრიანი დარტყმა. ამ მაჩვენებელში ლიდერი მადრიდის ”რეალია”. მათ საშუალოდ ყოველ 3 შეხვედრაში უდებენ 11 მეტრიანს.
1. მადრიდის ”რეალი” – 98 შეხვედრა – 30 პენალტი – 3.26 საშუალოდ
2. ატლეტიკ ”ბილბაო” – 98 შეხვედრა – 22 პენალტი – 4.45 საშუალოდ
3. ”სევილია” – 98 შეხვედრა – 19 პენალტი – 5.15 საშუალოდ
4. ”მალიორკა” – 98 შეხვედრა – 18 პენალტი – 5.44 საშუალოდ
……………………………………………………………………………
11. ”ხეტაფე” – 98 შეხვედრა – 11 პენალტი – 8.9 საშუალოდ
12. ”ბარსელონა” – 98 შეხვედრა – 11 პენალტი – 8.9 საშუალოდ
ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ”ბარსელონა” ამ მაჩვენებელში ბოლო, მე-15 პოზიციას იკავებს. ლიდერი აქაც მადრიდის ”რეალია”.
გაძევებები
პრიმერას მიმდინარე სეზონში ”ბარსას” და ”რეალის” მეტოქეებმა წითელი ბარათები ერთნაირი რაოდენობით მიიღეს. თუმცა აქ კვლავ საინტერესო ფაქტებს ვნახავთ. დავაკვირდეთ როდის აძევებენ მოედნიდან ”ბარსას” მეტოქე გუნდის ფეხბურთელს.
”ბარსას” მეტოქე გუნდების გაძევებული ფეხბურთელები: ”ვალენსია” – 90+1 წუთი, ”სევილია” – 90+4; 90+7, ”გრანადა” – 54; 90+1, ”ბილბაო” – 90+1, ”ბეტისი” – 70.
”რეალის” მეტოქე გუნდების გაძევებული ფეხბურთელები: ”ლევანტე” – 43 წუთი, ”ბილბაო” – 66, ”სევილია” – 74, ”ხიხონი” – 80, ”ატლეტიკო” – 22; 81, ”ოსასუნა” – 54.
მესისა და რონალდოს სტატისტიკა
გთავაზობთ ამ ფეხბურთელების ბოლო 3 სეზონის სტატისტიკას, როცა ისინი ერთად თამაშობენ ესპანეთის ლიგაში.
მესი მაჩვენებელი რონალდო
90 მატჩი 85
7616 წუთი 7327
88 გოლი 93
7 პენალტი 22
36 საგოლე გადაცემა 24
424 კარისკენ დარტმები 602
226 მათგან კარში 249
53.3% დარტმის სიზუსტე 41.3%
38.9% რეალიზაცია 37.3%
68 დაჯარიმება 81
168 მათზე დაჯარიმდნენ 239
10 ყვითელი 9
0 წითელი 2
25 1 გოლი მატჩში 22
18 დუბლი 15
9 ჰეთ-ტრიკი 11
0 პოკერი 2



