მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლევერკუზენი”-“ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ლევერკუზენი”-“ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფრანსესკ ფაბრეგასი: “მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიყავით პასიურები პირველ ტაიმში არის ის, რომ მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. რა თქმა უნდა, ასეთი სანახაობა მოსაწყენია, თუმცა ზოგჯერ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებთ მოედანზე ყოფნით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ყველაფერი ჩვენდა სამწუხაროდ მიმდინარეობს. გუნდი არ კარგავს შემართებასა და მოტივაციას. ამის უფლებას ბოსი არ მოგვცემს. გერმანელებს შეეძლოთ სიტუაცია გაერთულებინათ კონტრ-შეტევებით, მაგრამ სტადიონზე ვდომინირებდით. ძალიან გახარებულები ვართ. ის, რაც პამპლონაში მოხდა, იყო იმედგაცრუება. ცუდია, რომ დიდი ჰანდიკაპით ვაგებთ ლა ლიგას, მაგრამ ყველაზე ლამაზი ტურნირი ჩემპიონთა ლიგაა, რომლის მომსწრენიც კიდევ ერთხელ გავხდით დღეს. რთულია ამ ტურნირის მოგება, რადგანაც აქ თავს იყრიან ევროპის უძლიერესი კლუბები”.

 

ალექსის სანჩესი: “მართალია ორი გოლი გავიტანე, მაგრამ ორივე შემთხვევაში თანაგუნდელის დახმარებით მოვახერხე ეს. ჩვენ ერთბურთიანი უპირატესობით გავეშურეთ გასახდელისკენ. ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ საკუთარი თავისგან თითოეულ შეხვედრაში, მაგრამ ჯერ მაინც არ ვგრძნობ თავს კომფორტულად (მიკროტრავმები)”. 

 

ვიქტორ ვალდესი: “ჩვენ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ განმეორებითი შეხვედრა გერმანული მხარის წინააღმდეგ. მართალია კარგი შედეგი დავაფიქსირეთ, მაგრამ სახლში უნდა დავამთავროთ დაწყებული საქმე. თითოეული ფეხბურთელისთვის ურთულესია გაუმკლავდეს ისეთ მასიურ დაცვას, როგორიც ოპონენტ გუნდს ჰყავდა”.

 

დანიელ ალვეში: “ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ “კამპ ნოუზე” უნდა დავასრულოთ ჩვენი საქმე. გამარჯვება ყოველთვის გეხმარება, გამხნევებს და სულისკვეთებას გიმატებს. შესანიშნავად გადავერთეთ ერთი ჩემპიონატიდან მეორეზე და ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ ყველა ფრონტზე. ნამდვილად შემეძლო გოლის გატანა, მაგრამ მარტივი გადაწვეყილება მივიღე. ლიონელმა ძალიან კარგად ითამაშა მთელი მატჩის განმავლობაში, გოლს იმსახურებდა და ამიტომაც ვუპასე”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში