ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა, დელ ბოსკემ ისაუბრა ფერნანდო ტორესის შესახებ. როგორც ცნობილი გახდა, “ლივერპულის” თავდამსხმელს აქვს ტრავმა და შეიძლება ვერ შეძლოს მონაწილეობის მიღება ოთხშაბათს გასამართ მატჩში, შვეიცარიის წინააღმდეგ, იტყობინება Reuters.
“ტორესს აქვს მუხლის ტრავმა. ვიმედოვნებ, რომ იგი შეძლებს შვეიცარიის წინააღმდეგ თამაშს. თუ მან ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება ოთხშაბათამდე, მე არ ვაპირებ გარისკვას და მის მოედანზე შემოყვანას.” განაცხადა ევროპის ჩემპიონების მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ.
წყარო: sports.ru
