არგენტინის ნაკრების მცველმა, ხონას გუტიერესმა განაცხადა, რომ მარჯვენა ფლანგზე თავს შესანიშნავად გრძნობს. სპეციალისტების განცხადებით, “ნიუკასლის” მცველი არ არის არგენტინის დონის და არ უნდა იყოს ძირითად შემადგენლობაში. მის მიმართ გამოთქმული იყო ძალიან დიდი კრიტიკა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის შემდეგ ნიგერიის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ მარადონას შეგირდებმა აფრიკელები მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს, იტყობინება Ole.
“თამაშმა კარგად ჩაიარა. დაცვის მარჯვენა ფლანგზე თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ეს პოზიცია სწორედ ჩემთვისაა. მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობდი, როდესაც ვიყავი “მალიორკაში”. ბოლო ორი ამხანაგური თამაში, პერუს და კანადის წინააღმდეგ, სწორედ ამ პოზიციაზე დავიწყე.” განაცხადა გუტიერესმა.
წყარო: sports.ru
