workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გეოგრაფის დღიური – ბლუმფონტეინი, “ფრი სთეით სთედიუმი”

გეოგრაფის დღიური – ბლუმფონტეინი, “ფრი სთეით სთედიუმი”

გეოგრაფის დღიური - ბლუმფონტეინი, "ფრი სთეით სთედიუმი"

ბლუმფონტეინს ჰოლანდიური სახელწოდება აქვს და ქართულად სიტყვა “ბლუმფონტეინ” ყვავილების შადრევანს ნიშნავს. ის ძალიან საინტერესო და ლამაზი ქალაქია, რომელიც 1846 წელს დაარსდა.
ბლუმფონტეინი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი დედაქალაქია სადაც 370 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ქალაქი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში საშუალო სიმაღლის მთებში მდებარეობს.

ქალაქი გამოირჩევა საკმაოდ ცივი ზამთრით, ზამთრის ყველაზე ცივი თვისб ივლისის მაქსიმალური ტემპერატურა 14 გრადუსს არ აღემატება, ხოლო მინიმალური ზოგჯერ -3 გრადუსია.

ბლუმფონტეინი ცნობილია ყველაზე განვიტარებული სამედიცინო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით მთელ არფიკაში.

“ფრი სთეით სთედიუმი”

“ფრი სთეით სთედიუმი” ერთ-ერთი ყველაზე პატარა სტადიონია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონთა შორის. ის 1995 წლის სამხრეთ აფრიკის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისათვის გაიხსნა, თავდაპირველად მისი ტევადობა 36 538 ადგილი იყო, ხოლო 2008 წელს ის გარემონტდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატისთვის და მისი ტევადობა 48 000-მდე გაიზარდა. 1997 წლიდან 2010 წლამდე “ვოდაკომ სთედიუმი” ეწოდებოდა. სტადიონის შეკეთება 245 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში