მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”არსენალს” კუენკა და ტელიო მოუნდა

”არსენალს” კუენკა და ტელიო მოუნდა

თუკი ინგლისურ პრესას დავუჯერებთ ლონდონის ”არსენალს” ისააკ კუენკას და კრისტიან ტელიოს შეძენა სურს. ამ ფეხბურთელების გაყიდვის შემთხვევაში ”ბარსამ” შეიძლება ბეილის ტრანსფერისთვის დამატებითი თანხები მოიძიოს.

”Daily Mirror”-ის ცნობით ”არსენალი” აკვირდება კუენკას და ტელიოს. ორივე ფეხბურთელი ”ბარსელონას” სტილის მოთამაშეა, ვენგერს კი მათი ხილვა საკუთარ გუნდში სურს. ამავე წყაროს ცნობით ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენით ”ტოტენჰემიცაა” დაინტერესებული, სადაც გარეტ ბეილი თამაშობს. ”ტოტენჰემი” ასევე ჯონათან დოს სანტოსს აკვირდება. ეს სამი ფეხბურთელი შესამჩნევად შეამცირებს უელსელი ფეხბურთელის სატრანსფერო თანხას.

ინგლისელები ამტკიცებენ, რომ გვარდიოლას მთავარი სამიზნე გარეტ ბეილია. ”ბარსას” მწვრთნელს ბეილის შეძენით გუნდის დაცვის გაძლიერება სურს. ამას გარდა ”ბარსა” დაინტერესებულია ”მილანის” მცველით, ტიაგო სილვათი და ”ვალენსიას” კატალონიელი ფეხბურთელით, ხორდი ალბათი.

”Daily Mirror”-ის ცნობით ”ბარსამ” ეს 3 ფეხბურთელი შეიძლება ისეთ სტილში გაყიდოს, როგორც ორიოლ რომეუ. კატალონიურ კლუბს რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლია ფეხბურთელზე დაკვირვება და თუ მოისურვებს გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში ის ”ბარსელონაში” დაბრუნდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში