“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ყოფილმა მწვრთნელმა, ჯანფრანკო ძოლამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალონიის “ბარსელონას” მისამართით, იტყობინება ესპანური პრესა. იტალიელი, ისევე როგორც უმრავლესობა, აღფრთოვანებულია “ბლაუგრანას” თამაშით:
“კატალონიის “ბარსელონა” შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს ეს კლუბი, თავისი ფილოსოფიით და ფეხბურთელებით. “ბარსელონას” მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა სპეციალისტია,” განაცხადა ძოლამ.

