მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა მალის სიმშვიდისკენ მოუწოდებს

კეიტა მალის სიმშვიდისკენ მოუწოდებს

”ბარსელონას” ნახევარმცველი, სეიდუ კეიტა აფრიკის თასის 1/4 ფინალის შეხვედრის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე ატირდა იმის გამო, რომ მის მშობლიურ მალიში ბევრი ადამიანი დაიღუპა.

გასულ დღეებში შეტაკებების გამო მალიში 20 ადამიანი დაიღუპა. ატირებულმა კეიტამ განაცხადა: ”ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს რაც შეიძლება, რათა შეწყვიტოს შეტაკებები. ჩვენს ხალხს ვთხოვ, რომ შეწყვიტონ სისხლისღვრა. ეს არანორმალურია, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, რადგან ყველანი მალელები ვართ”.

ბოლოს კი მან დაამატა: ”ახლა ჩვენ 1/4 ფინალში გამარჯვებას ვზეიმობთ, თუმცა ამავდროულად ძალიან დამწუხრებულნი ვართ. მალის ნაკრების ყველა ფეხბურთელი გლოვობს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში