მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მკაცრი კონტროლი აეროპორტში

მკაცრი კონტროლი აეროპორტში

გუშინ, “ვალენსიასა” და “ბარსელონას” შეხვედრის (1:1) დასრულების შემდეგ, კატალონიელებს უჩვეულოდ რთული საბაჟო კონტროლის გავლა მოუხდათ. საქმე ისაა, რომ ვალენსიის აეროპორტში მებაჟეები მეტად მკაცრები იყვნენ “ბარსას” ფეხბურთელების მიმართ.

 

ყველაფერი ასე დაიწყო: დანი ალვესს მცირე ტრავმის შედეგად გამოწვეული ტკივილის შესამსუქებლად ყინულის ნატეხები ჰქონდა ჩანთაში. მებაჟეებმა ბრაზილიელს არ მისცეს ყინულის ატანის საშუალება თვითმფრინავში.

 

მკაცრი შემოწმების მომდევნო მსხვერპლები გახდნენ ტიაგო ალკანტარა და კარლეს პუიოლი, რომლებსაც ხელჩანთაში შამპუნები ჰქონდათ. მებაჟეებმა ფეხბურთელებს შამპუნები დაატოვებინეს.

 

ბოლოს მებაჟეებმა “ბარსელონას” უკლებლივ ყველა ფეხბურთელს მოსთხოვეს, რომ გაეხადათ სპორტული პიჯაკები და გაეარათ სპეციალური შემოწმების აპარატში. ყოველივე ამის შემდეგ გუნდს თვითმფრინავში ასვლის უფლება მისცეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში